დღის ახალი ამბები

რა თანხას მიიღებს ბასილაშვილი თუ ინდიან უელსის გრან პრის მოიგებს ?

რა თანხას მიიღებს ბასილაშვილი თუ ინდიან უელსის გრან პრის მოიგებს ?

მოგეხსენებათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის გრან პრიზე მეოთხედფინალში სტეფანოს ციციფასი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნიკამ ამ გამარჯვებისთვის უკვე მიიღო 350 000 დოლარი.

თუ ბასილაშვილი მოახერხებს და ნახევარფინალის ბარიერსაც დაძლევს, ფინალში გასვლისთვის ტურნირის ორგანიზატორები $640,000 გადასცემენ.

ინდიან უელსის ტურნირის გამარჯვებული კი საკმაოდ სოლიდურ ფულად პრიზს მიიღებს, რომელიც $1,209,730 შეადგენს.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილის მეტოქე ტეილორ ფრიცი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ზვერევი დაამარცხა და ასევე სენსაცია შემოგვთავაზა.




გაზიარება
მოინახულეს 2 260-ჯერ
კომენტარები
რეკლამა