კანალესი სანტანდერში დააჯილდოვეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 29-დეკ, 15:129 beqa_beqa 1802



მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, სერხიო კანალესი სანტანდერში მიიწვიეს. შეგახსენებთ, რომ სერხიომ თავი სწორედ აქ, ადგილობრივ კლუბში, "რასინგში" გამოიჩინა. სანტანდერელთა ხელმძღვანელობამ კანალესს ჯილდოდ "Gallo del año 2010" გადასცა.

კანალესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. პირველი მოთამაშე პედრო მუნიტისი იყო, რომელიც 1999 წელს დააჯილდოვეს, როდესაც მან მადრიდის "რეალთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი.

ჟიურიმ ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი შეაქო და პერსპექტიულ მოთამაშედ დაასახელა. მათი თქმით სერხიო კანალესი ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა. ამას ისიც მოწმობს, რომ იგი დღეს სამეფო კლუბის რიგებში ირიცხება.

წყარო:Eurosport.Ru


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 29 დეკემბერი 2010 16:02
მაგარი კაცი ძან სერხიო დიდი მომავალი აქ წინ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი