დღის ახალი ამბები

რა თანხა გადაიხადა კრიშტიანუ რონალდუმ "როლექსის" საათში, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ერთეულებს აქვთ

რა თანხა გადაიხადა კრიშტიანუ რონალდუმ "როლექსის" საათში, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ერთეულებს აქვთ

Daily Star ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კრიშტიანუ რონალდუ როლექსის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია. პორტუგალიელი ამ საათს 2019 წლიდან ატარებს.

როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედის” სუპერვარსკვლავი ლეო მესის გარდა ერთადერთი აქტიური ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში 1 მილიარდ ფუნტზე მეტი აქვს გამომუშავებული.

რონალდუს შემოსავლების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელმა ასეთი საათისთვის (GMT Master Ice) 371 000 ფუნტი გაიმეტა. უშუალოდ საათი 18-კარატიანი თეთრი ოქროსა და 30-კარატიანი ბრილიანტის დეტალებით არის შემკული.





გაზიარება
მოინახულეს 1 746-ჯერ
კომენტარები
რეკლამა