დღის ახალი ამბები

ქართველ ძიუდოისტებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ !

ქართველ ძიუდოისტებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ !
25-11-2021, 13:45
---

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა დაიწყო. გამარჯვებულები 6 ნომინაციაში დასახელდებიან, აქედან ორში კი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველები იბრძოლებენ.

ხმის მიცემა დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და ის 10 დეკემბერს დასრულდება. შედეგები 18 დეკემბერს გამოცხადდება.

2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი

ნომინანტები:

ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)
მატიას კასე (ბელგია)

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
ჰიფუმი აბე (იაპონია)

2021 წლის მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი
ნომინანტები:

მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი)
აი ცუნოდა როსტანტი (ესპანეთი)
დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი)
საიტო ტაცურუ (იაპონია)
ილია სულამანიძე (საქართველო)
როგორ მივცეთ ხმა?
გულშემატკივრები უნდა ეწვიონ >>> მითითებულ ბმულს (awards.ijf.org) <<< და VOTE-ის საშუალებით საკუთარ რჩეულს ხმა მისცენ.




გაზიარება
მოინახულეს 2 823-ჯერ
კომენტარები
რეკლამა