საქართველოს ნაკრები რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 12-იან, 19:229 Sportnews 3408


ახალ წელს ფიფა-კოკა კოლას პირველი ყოველთვიური რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად, 72-ე პოციზია უკავია.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 2010 წელს ჩატარებული 8 შეხვედრიდან, ერთიც კი არ დათმო. წელს კი პირველი მატჩი 9 თებერვალს, კვიპროსში, სომხეთის ნაკრებთან ელის, რომელსაც ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. 26 მარტს კი უკვე ოფიციალურ მატჩში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც F-ჯგუფის ლიდერია.

ფიფას რეიტინგის წამყვან სამეულში, მდგომარეობა კვლავ უცვლელია - ჩამონათვალს სათავეში ესპანეთი უდგას, მეორე პოზიციაზე ჰოლანდიაა, ხოლო მესამეზე - გერმანია. ევროპის, 2012 წლის ჩემპიონატის, შესარჩევი ციკლის F ჯგუფში, ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები არიან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 13 იანვარი 2011 04:23
არ ვიცი რამდენადაა მაგის შანსი თუმცა ფაქტია რომ ნებიჯ ნაბიჯ მივიცევთ წინ და იმედია მალე ჩვენც გავიხარებთ 8 7 8
Vano_Alonso 12 იანვარი 2011 20:03
ძალიან დიდი შანსია აქ საქართველოს ეუროპს ჩემპიონატზე გასვლის. 7 8 love



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი