საქართველოს წარმომადგენელმა, 26 წლის მორის ყვითელაშვილმა სოჭში გამართულ ტურნირზე ფიგურულ სრიალში პირველი ადგილი აიღო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება.
კაცებს შორის პროგრამაში ყვითელაშვილმა ორი ტურის ჯამში 170,96 ქულა მოიპოვა, რამაც პირველი ადგილის დაკავების შესაძლებლობა მისცა. მეორე ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი, ხოლო მესამეზე - იაპონელი მოციგურავე გავიდა.
ყვითელაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო.
„ეს შესანიშნავი ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი გამომივიდა, ძალიან მოვინდომე. დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ჩემს მშობლებს, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას, საქართველოს სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს. მესმის თუ არა, რომ საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში შევედი? ალბათ ჯერ არა. მერე ალბათ მოგვიანებით ვიგრძნობ ამას“ - განაცხადა ყვითელაშვილმა.
მორის ყვითელაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საქართველოს 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ოთხი ლიცენზია აქვს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
წყარო: pia.ge
რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ სრიალში საქართველოს წარმომადგენელმა ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
27-11-2021, 19:06
გაზიარება
მოინახულეს 2 913-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
144
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
289
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
888
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
145
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად