დღის ახალი ამბები

"სინდისი თუ შეგრჩა, ის არ დაგაძინებს..." - ზვიადაურის გათავისუფლებას გარდაცვლილის და ეხმაურება

"სინდისი თუ შეგრჩა, ის არ დაგაძინებს..." - ზვიადაურის გათავისუფლებას გარდაცვლილის და ეხმაურება

27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, რასაც ქეთევან კენჭოშვილი, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის და გამოეხმაურა:


"აქამდე არ ვიცოდი, ადამიანს უკნიდან მიპარვით, მიბჯენით სროლა თუ აუცილებელი მოგერიებით და თავდაცვის მიზნით სროლა იყო. ეჰ, ზვიადაურო, ზვიადაურო აქაურ სამართალს გაექეცი, გაგარიდეს თბილ სახლში გამოგაზამთრებინებენ, როგორც დავითი იზამთრებს თავის ბუნაგში. თუმცა.. თუმცა, სინდისი თუ შეგრჩა, ის არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს. საკითხავია, შეგრჩა კი? თავდაცვის მიზნით ნამდვილად ისროლა ნიკამ, მაგრამ მას სამართლიანად სასჯელის მოხდის უფლება არ მიეცი. შენ კი სასჯელს დამფრთხალი დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექეცი...!!ალბათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი სამართლიანობის ტრიუმფი არ უნდა გაგვიკვირდეს.

პ.ს. ფბ-ს აღარ მოვიხმარ, დღეს მთელი დღე ინტერნეტიც გათიშული მქონდა. ახლა კი, როდესაც ინტერნეტი ჩავრთე მესიჯები დამხვდა, ადამიანები მისამძიმრებდნენ ამ უსამართლობას".

წყარო: tia.ge/




გაზიარება
მოინახულეს 3 212-ჯერ
კომენტარები
რეკლამა