დღის ახალი ამბები

"არტეტა ისწავლე შოთასგან" - როგორ მოიქცა ქართველი მწვრთნელი, როდესაც მისმა გუნდმა გოლი ფეარ ფლეის დარღვევით გაიტანა

"არტეტა ისწავლე შოთასგან" - როგორ მოიქცა ქართველი მწვრთნელი, როდესაც მისმა გუნდმა გოლი ფეარ ფლეის დარღვევით გაიტანა
3-12-2021, 10:44

გუშინ ინგლისის პრემიერლიგაში "მანჩესტერსა" და "არსენალს" შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.



მატჩის მიმდინარეობისას "არსენალმა" პირველი გოლი ფეარ ფლეის წესების დარღვევით გაიტანა, როდესაც დე ხეამ ტრავმა მიიღო სმიტ როუმ კი "მანჩესტერის" კარში მაინც დაარტყა და გოლიც გაიტანა. ლონდონელმა ეს გოლი მშვენივრადაც შეირგეს და აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სიტუაციაში წლების წინ ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძეს გუნდიც იყო, "ქასიმფაშამაც" გოლი ფეარ ფლეის წესების დარღვევით გაიტანა, მაგრამ მატჩის განახლებისას შოთა არველაძემ თავის ფეხბურთელებს მოსთხოვა, რომ მეტოქე გუნდისთვის გოლის გატანის საშუალება მიეცათ და  მეტოქე გუნდმაც გაათანაბრა ანგარიში.



ამ საქციელის გამო შოთა არველაძემ მოგვიანებით ფეარ ფლეის რამდენიმე ჯილდოც მიიღო და ეს ქართველი მწვრთნელის ნამდვილად ღირსეული საქციელი იყო, რასაც ვერ ვიტყვით "არსენალის" მთავარ მწვრთნელზე არტეტაზე.




გაზიარება
მოინახულეს 1 580-ჯერ
კომენტარები
რეკლამა