ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე ჟურნალ „ოქეის“ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს პოლიტიკურ სკანდალთან დაკავშირებით, რომელშიც გაეხვია.
ლაშა, რამდენიმეჯერ გაეხვით სკანდალში, მათ შორის – პოლიტიკურში… ძალიან გაგაკრიტიკეს, ბევრმა გაგლანძღათ კიდეც…
ლაშა ტალახაძე:
როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ, უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. დღესაც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო – წყალი გაიკეთაო, წერენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს. მინდა, ყველას ვუყვარდე, ალბათ, ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.
ხომ არ ნანობთ, ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში რომ გაეხვიეთ?
სიმართლე გითხრათ, ვნანობ. არაფერ შუაში ვარ მე პოლიტიკასთან და ვფიქრობ, რომ არც არასდროს ვიქნები. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ადგილი არის სპორტში და მუდამ ასე იქნება.
გეგმავს თუ არა ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში მოსვლას ? - რა პასუხი გასცა ქართველმა ძალოსანმა ჟურნალისტს
18-12-2021, 13:32
გაზიარება
მოინახულეს 1 641-ჯერ
კომენტარები
18-04-2024 12:42
362
სასაცილო ციფრები – რა ანაზღაურების მიცემას აპირებს ლაურენტისი კვარაცხელიასთვის
ვრცლად
18-04-2024 11:06
179
კვარაცხელიამ "ნაპოლის" ვარჯიში კვლავ გამოტოვა - რა გახდა ამის მიზეზი ?
ვრცლად
17-04-2024 14:21
682
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებთ და ევროკავშირშიც შევალთ!!! ეს ის ბიჭები არიან, ისტორიას რომ წერენ“
ვრცლად
17-04-2024 09:27
284
კვარაცხელიას მორიგი აღიარება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის შესახებ
ვრცლად