დაბადების დღეს გილოცავ პეპ!

სიახლეები / ფეხბურთი 18-იან, 03:589 FCB 1930


დაბადების დღეს გილოცავ პეპ!

არ შემიძლია ამ ადამიანის მიმართ ვიყო ობიექტური. მიუხედავად რამდენიმე ცუდი მომენტისა იგი მაინც შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. "ბარსელონას" ლეგენდა, კაპიტანი და ახლა მთავარი მწვრთნელი, რომლის "ოცნების გუნდი" სასწაულებს სჩადის.

ზუსტად 40 წლის წინ დაიბადა ეს შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალი თავის საქმეში. სულით კატალონიელი და სულით "ბარსელონელი". ადამიანი რომელმაც გააჩუმა ყველა კრიტიკოსი და დაანახა ხალხს, თუ რა ძალა აქვს ახალგაზრდა თაობას. ვფიქრობ იმ შესანიშნავ მწვრთნელებს წასულებ და წამსვლელებს ყავთ ღირსეული შემცველი თუნდაც სხვა გუნდში და მისი სახელია ხოსეპ გვარდიოლა!

გვარდილა არის ადამიანი, რომელმაც შეცვალა "ბარსელონას" ისტორია. მისი ხასიათები, მისი პირველობისკენ სწრაფვა - სწორედ ეს არის მისი საიდუმლო იარაღი. მისი თბილი და მეგობრული მზერა დაუვიწყარი იქნება ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც ის ან მისი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა.

როგორც ფეხბურთელი მისი კარიერა თავიდან ბოლომდე "ბარსას" ეძღვნებოდა. იგი იყო გუნდის კაპიტანი, ლიდერი, მწვრთნელი. ლუის ვან გაალმა თავი ზედმეტად მიიჩნია, რადგან ხშირ შემთხვევაში პეპის სიტყვას მეტი ძალა ჰქონდა ვიდრე ჰოლანდიელის. მისი გამჭოლი პასი, რომელსაც მისი თანაგუნდელი მეკარესთან ერთი-ერთზე გაყავდა გვარდიოლას პასით იყო ცნობილი. მისი ტრანსფერი მთელი ბარსელონამ და კატალონიამ გამოიგლოვა. იყო ასეთი აფიშები :""ბარსელონამ" დაკარგა გული, "ბარსელონამ" დაკარგა ხოსეპ გვარდიოლა".

2008 წელს ყველა "კულეს" ოცნება ახდა. "ბლაუგრანას" გული და სული კამპ ნოუზე დაბრუნდა, ოღონდ მწვრთნელის სახით. მისი პრეზენტაციისას ყველა სულმოუთქმელად ელოდა მის ახალ მწვრთნელს. მისი გამოჩენა და მთელი კამპ ნოუს ოვაციები ერთი იყო. თვით ფეხბურთელებიც და მომსახურე პერსონალიც ტაშს უკრავდა ამ შესანიშნავ ადამიანს და მწვრთნელს. "ბარსელონას" დაუბრუნდა გული და იგი ახლადდაბადებულივით აძგერდა. აძგერდა ისე როგორც შეეფერება "ბარსელონას" წაუგებელი "კლასიკოთა" სერია, პირველივე წელსვე 6 თასი და კატალონიამ იგრძნო თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონასთვის"

სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს მიულოცოთ ამ ბრწყინვალე ადამიანს დაბადების დღე და დაემარცხებონოს "განსაკუთრებული" და ყველა ის ვინც "კულეების" ოცნების ახდენაში შეუშლის ხელს.

დაბადების დღეს გილოცავ პეპ!


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 18 იანვარი 2011 22:40
ფუამის რატო დაიბადა საერთოდ
Ditinho 18 იანვარი 2011 14:56
აუუ ახლა ვწერდი ამას გილოცავ პეპ !!
FCB 18 იანვარი 2011 03:58
ორი სიტყვა უნდა დამწერა და ძაან გაუტიე :D ბოდიშს გიხდით რეალის ფანებს :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (139)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი