ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ურეკში შეიკრიბება

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 18-იან, 20:319 Sportnews 2278


საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 20 იანვარს, საწვრთნელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრება. კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე დარჩება ურეკში და მარტში დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისათვის მოსამზადებელ პირველ ეტაპს გაივლის.

ჟორჟიკაშვილს ასისტენტობას გოჩა ავსაჯანიშვილი გაუწევს, გუნდის გოლკიპერებს კი მეკარეების მწვრთნელი, რამაზ სოლოღაშვილი გაწვრთნის.

ჩვიდმეტწლამდელთა თავკაცმა, საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

1. სანდოხაძე ნიკა „დინამო“ თბილისი

2. ღაღანიძე კონსტანტინე „ოლიმპიკი“ თბილისი

3. კვარაცხელია ლაშა „ლოკომოტივი“ თბილისი

4. ფანცულაია გიორგი „ოლიმპი“თბილისი

5. სამუშია გურამი „ბაია“ ზუგდიდი

6. სამუშია ცოტნე „ბაია“ ზუგდიდი

7. ენდელაძე ავთო „ბაია“ ზუგდიდი

8. მარკოზაშვილი თემური „მერანი“ თბილისი

9. კაჭარავა ნიკა „დინამოს აკადემია“

10. სარჯველაძე გიორგი „35 სკოლა“

11. ცნობილაძე დაჩი „ოლიმპი“

12. დიასამიძე ნიკა „ბათუმი“

13. ბიწკინაშვილი შოთა „ოლიმპი“

14. კახიძე სულხანი „ქობულეთი“

15. თებიძე გაბრიელი „ოლიმპი“ თბილისი

16. მიქავა ბაჩო „ოლიმპი“ თბილისი

17. ბერია გიორგი „მერანი“მარტვილი

18. მთივლიშვილი დათო „35 სკოლა“

19. ჭიღვარია სანდრო „35 სკოლა“

20. გოგიჩაიშვილი გოგი „ტორპედო“ ქუთაისი

21. მონიავა ცოტნე „მერანი“ მარტვილი

22. ღირდალაძე ზურა „ზესტაფონი“ზესტაფონი

23. ექვთიმიშვილი შალვა „35 სკოლა“

24. ზივზივაძე ბუდუ „35 სკოლა“

როგორც აღვნიშნეთ, U17 ნაკრები თბილისში 2 თებერვალს დაბრუნდება. ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდებიან. 21–25 თებერვალს ესპანეთში დაგეგმილ, ესპანეთის ჩვიდმეტწლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სპარინგ მატჩებისათვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები ერთი კვირით კვლავ, ამჯერად თბილისში შეიკრიბება და მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი