დღის ახალი ამბები

ცნობილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა – უმძიმესი ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა

ცნობილი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა – უმძიმესი ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა
4-01-2022, 09:32

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი 76 წლის ასა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი წერს და სამ­ძიმ­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ოლიმ­პი­ე­ლი, სამხტომ­ში სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი მძლე­ო­სა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი და თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს”, – ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

სა­ნე­ევ­მა ოლიმ­პი­ა­და 1968, 1972 და 1976 წლებ­ში მო­ი­გო. 1980 წელს კი მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი გახ­და.1990 წელს სა­ნე­ევ­მა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­და­ვი­და.




გაზიარება
მოინახულეს 10 859-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ამდენი სპორტსმენი უდგებოდა თავდებში და მიუხედავად ამისა სასამართლომ.." - რა განცხადებას აკეთებს ზვიადაურის ადვოკატი ?
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "არას­დროს ავი­წყდე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გადალახა, ფი­ნან­სუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელმაც საფრანგეთს ოლიმპიური მედალი მოუტანა?
  4. ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა