პრიორიტეტი ქეცბაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 23-იან, 16:459 Sportnews 1860


როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ზვიად სიჭინავა კიდევ 4 წლით გაუძღვება. იგი ერთხმად აირჩიეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტათ.

განვლილი ერთ წელს ზვიად სიჭინავას მართველობით თუ შევაფასებთ ნადმვილად დადებით შეფასებას მივცემთ, ჯერ მარტო საქართველოს ნაკრების შედეგი რად ღირს, რომელმაც განვლილი წელი წაუგებლად ჩაატარა თემურ ქეცბაის მეთაურობით. სწორედ ამიტომ გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ ფედერაციის პირველი პრიორიტეტი ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა კიდევ 2 წლით ანუ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებს მომავალ მსოფლიოს შესარჩევზეც უნდა წარუძღვეს. სწორედ პრეზიდენტათ არჩევნის შემდეგ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაასახელა სიჭინავამ ნომერ პირველ პრიორიტეტად.

"უპირველესი პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით"-განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრება გამოთქვა თემურ ქეცბაიამ , რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ 2011 წელი წინაა და საჩქაროც არაფერია.

"2010 წელი ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებული იყო, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ეს წელი დაგვანახებს, თუ რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს. ასე რომ, ახალი კონტრაქის გაფორმება საჩქარო არაა. დრო საკმაოდ გვაქვს. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ფეხბურთია"-განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

2010 წელი იმდენად წარმატებული იყო, რომ 2011 წელი უდიდეს იმედს იძლევა, 2010 წელს ქეცბაიას მეთაურობით ნაკრებმა უდიდესი წინსვლა განიცადეს, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ამ შესარჩევის დასრულების შემდეგ ქეცბაიას სამუშაო უარყოფითად შეფასდეს. სწორედ ამიტომ სავარაუდოა , რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 23 იანვარი 2011 16:47
ქეცბაიას უეჭველი უნდა გაუხანრძლივონ , რადგან ნაკრები სწორ გზას ადგას და ჩამოყალიბების პროცესშია და თან ორი წლის მერე მართლა მაგარი თაობა გვეყოლება და უფრო რეალური იქნება მომავალში ევროპაზე ან მსოფლიოზე გასვლა 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (184)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი