ქართველი წყვილის ევროპული წარმატება

სიახლეები / სხვა სახეობები / ზამთრის სპორტი 26-იან, 18:189 FCB 2396


ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით გამოვიდა ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის მოცეკვავე წყვილი.


როგორც იცით საქართველოს სახელით ფიგურულ სრიალში გამოდის 1 გოგონა ელენე გედევანიშვილი და 1 წყვილი ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე. დღეს სტარტი აიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც მოცეკვავე წყვილთა მოკლე პროგრამით გაიხსნა.

ქართული წყვილის მოკლე პროგრამის "ვალსის" დებიუტი სწორედ დღეს შედგა. ურთულესი ელემენტებით დახუნძლული პროგრამა შესანიშნავად შეუსრულეს ოთარმა და ელისონმა. ერთადერთი შეცდომა, რითაც 1 ქულით დაჯარიმდნენ შუა პროგრამაში დამატებითი ელემენტის ცუდად შესრულებისთვის გახლდათ. მიუხედავად ამ შეცდომისა წყვილი ჯერჯერობით ცხრილში 1 ადგილს იკავებს, თუმცა გამოსასვლელი მოციგურავეები კიდევ დარჩნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს რუსი კომენტატორების აღტაცებაც, რომელსაც "საუკეთესო ვალსი" უწოდეს:"ეს არის უმაღლესი დონე. ეს არის საუკეთესო ვალსი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოციგურავეები ძალიან ახალგაზრდები არიან."

მათი წარმატება ქართველებისათვის ძალიან სასიხარულოა და დაველოდოთ ელენე გედევანიშვილის გამოსვლას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Vano_Alonso 26 იანვარი 2011 18:42
ვაუუუ საღოლ, იმედია დანარჩენ პროგრამებშიც წარმატებულად გამოვლენ
FCB 26 იანვარი 2011 18:21
აი ძალიან მაგრად ისრიალეს რა გავოგნდი ის შეცდომაც ტყუილად ჩაუთვალეს არ იყო 5 წამზე დიდხანს მაგრამ არაუშავს მაინც მაგრები არიან



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (138)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი