მარტინსი "ბირმინგემში"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 28-იან, 18:569 slim4you 2070


ნიგერიელი ფორვარდი ობაფემი მარტინსი დარჩენილ ნახევარ სეზონს "ბირმინგემ სიტიში" გაატარებს, იგი "პრემიერლიგაში" რუბინის "ყაზანიდან" გადაბარგდა....

ამ ტრანსფერის მთავარ მიზეზად საკმაოდ უცნაური ფაქტი სახელდება. ამის შესახებ განცხადება რუბინელთა მთავარმა მწვრთნელმა კურბან ბერდიევმა გააკეთა – " ობაფემს ბავშვი შეეძინა, მან მთხოვა ინგლისში გამგზავრების საშუალება მიმეცა მისთვის, რადგან ახლოს ყოფილიყო თავის ოჯახთან და ახალდაბადებულ შვილთან"

მისი კომენტარიდან გამომდინარე მარტინსს მთელი ოჯახი ინგლისში ჰყავს, რის გამოც გადაწყვიტა იქ დაბრუნება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "ბირმინგემელთა" მთავარი სამიზნე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გახდლათ "ტოტენჰემის" ფორვარდი რობი კინი, მაგრამ საბოლოოდ მათ 26 წლის ნიგერიელით გადაწყვიტეს წინა ხაზის გაძლიერება.


ავტორი დიტო ზუბიტაშვილი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
saba 27 თებერვალი 2011 17:38
სა ეს მარტინსი უუუუუუუუ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (160)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი