ფაჩულია ისევ ვერ აგდებს

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი / NBA 29-იან, 15:489 beqa_beqa 1713


ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" მიმდინარე რეგულარულში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა 30-მდე დაამრგვალა. ჯორჯიელებმა მორიგ წარმატებას საკუთარ "ფილიპს არენაზე", "ნიუ იორკთან" დაპირისპირებაში მიაღწია.
მასპინძლები შეხვედრაში თავიდანვე დაწინაურდნენ და მეოთხედი 9 ქულით (30:21), ხოლო პირველი ნახევარი 17 ქულით (60:43) მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ, ატლანტელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა - ჰოუქსელთაგან საუკეთესო კალათბურთელის, ჯო ჯონსონის მორიგი ზუსტი გასროლის შემდეგ, მესამე პერიოდის შუაში ლარი დრიუს შეგირდები 23 ქულით (81:58) დაწინაურდნენ. თითქოს შეხვედრის ბედი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ ნიუიორკელებმა ბოლო მეოთხედში მოწყობილი სპურტის წყალობით, ძირითადი დროის დასრულებამდე 4.44 წუთით ადრე, სხვაობა 6 ქულამდე (95:101) შეამცირეს. თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა კვლავ მოახერხეს ინიციატივის დაბრუნება და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს - 111:102.
ისევე როგორც 2 დღის წინათ, "მილუოკი ბაქსთან" შეხვედრაში, ფაჩულია სამწუხაროდ, "ნიუ იორკთანაც" მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. თუმცა, თუკი წინა მატჩში ზაზამ 8 მოხსნა მიითვალა, ამჯერად მოედანზე გატარებულ 9.05 წუთში ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ბრძოლა ერთხელაც ვერ მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაშიდან ორივე სროლა გააცუდა (ერთხელ დაუფარეს), ხოლო ამდენივე საჯარიმოდან ერთი გამოიყენა. პოზიტიურ კომპონენტებში კი მხოლოდ ერთი ჩაჭრა გაიფორმა.
სამაგიეროდ, შესანიშნავად ითამაშეს "ატლანტას" ლიდერებმა. ჯო ჯონსონმა 34 ქულას 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დაურთო; ჯოშ სმიტმა შეხვედრა 24 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ელ ჰორფორდმა კი მიმდინარე სეზონში მორიგი ორმაგი დუბლი (19 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი) მითვალა. ნიუიორკელთაგან საუკეთესო ამარე სტაუდმაიერმა პირად აქტივში 27 ქულა ჩაიწერა, ხოლო რეიმონდ ფელტონმა 21 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
სადღეისოდ "ატლანტას" 30 მოგების საპირისპიროდ 17 მარცხი აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე "ორლანდოსთან" სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მეორე-მესამე, ხოლო სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ჯორჯიელები მომდევნო შეხვედრას დღეს ღამით ჩაატარებენ - ლარი დრიუს გუნდი "დალას მავერიქსს" (30 მოგება, 15 წაგება) ეწვევა.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)