დღის ახალი ამბები

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ-იორკში ჭიდაობის სკოლაში მუშაობს

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ-იორკში ჭიდაობის სკოლაში მუშაობს
26-01-2022, 09:08

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად ამერიკაში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში’’ მუშაობს. ეს ცენტრი ნიუ-იორკიდან 71 მილის დაშორებით ნიუ-ჯერსიში მდებარეობს.

როგორც ჭიდაობის სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ბანერიდან ირკვევა, ხინჩეგაშვილი ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია.
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, პრაქტიკოს-მასწავლებლის ფუნქციებს დღესაც აგრძელებს. ამერიკაში ბოლო ვიზიტი მას 2022 წლის 11-17 იანვრის პერიოდში ჰქონდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საწვრთნელი ვარჯიშები სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბერშიც ჩაატარა. კერძოდ, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ აფიშაზე აღნიშნულია, რომ იმ დღით ერთ-ერთი ტურნირის მონაწილეებს წვრთნები შეეძლოთ გაევლოთ აფიშაზე გამოსახულ ცნობილ სპორტსმენებთან.

ამ ვებ-გვერდის მიხედვით, გორის მერმა ,,კაფე 22’’-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას 2021 წლის 16 ნოემბერს მოაწერა ხელი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას გორის მერის რანგში, 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. აფიშის მიხედვით, ის ნიუ-იორკში 16 ნოემბერს  იმყოფებოდა.
ის, რომ 2022 წლის იანვრის შვებულება გორის მერმა ამერიკაში გაატარა, პირადად არც დაუმალავს. მან ფოტო ინსტაგრამზე დაბრუნების შემდეგ 21 იანვარს გამოაქვეყნა. ფოტოზე ნიუ-ჯერსის სანაპიროდან გადაღებული ნიუ-იორკი ჩანს.

,,ნიუ-იორკის ჭიდაობის რეგიონალური ცენტრი’’ 2017 წელს დააფუძნა უკრაინელმა სპორტსმენმა – ვალენტინ კილინკამ. მსგავსი სკოლა კლინიკას უკრაინაშიც აქვს გახსნილი. ლადო ხინჩეგაშვილი უკრაინის სკოლის ხშირი სტუმარიცაა.

ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეები საქართველოშიც ხშირად ჩადიან, კერძოდ სკოლის დამფუძნებელმა გორში საზაფხულო ბანაკი ჩამოაყალიბა, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გორელ თანატოლებთან ერთად ვარჯიშობენ.

მერად არჩევამდე ამ პროცესს გორში ლადო ხინჩეგაშვილი კურირებდა.

წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 511-ჯერ
კომენტარები
რეკლამა