Image

37 წლის ჯიბრილ სისე დიდ ფეხბურთში კვლავ დაბრუნდა - აი სად ითამაშებს ფრანგი ფეხბურთელი

სიახლეები / ფეხბურთი 29-აგვ, 16:339 crash 328
image



















37 წლის ყველასათვიც ნაცნობი ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე დიდ ფეხბურთში კვლავ იასპარეზებს. ვეტერანმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა კონტრაქტი იტალიის სერია D-ს კლუბ "ვიჩენცა 1902"-თან გააფორმა.

გასული სეზონი სისემ შვეიცარიულ "ივერდონში" გაატარა ,სადაც მან ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა. ჯიბრილმა 28 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სისეს საუკეთესო პერიოდი "ლივერპულს" უკავშირდება, სადაც ის 2004/2007 წლებში ასპარეზობდა. შედეგიანობის მხრივ სისეს საუკეთესო კლუბად "პანათინაიკოსი" სახელდება, სადაც მან 61 შეხვედრაში 47 გოლის გატანა შეძლო.

ჯიბრილმა სანაკრებო კარიერა 2011 წელს დაასრულა. მან კარიერის განმავლობაში "მამლების" რიგებში 41 შეხვედრა ჩაატარა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა