დღის ახალი ამბები

"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი

"ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი

ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე 21 წლის ბიჭ­მა ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და სამ­შობ­ლო­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო­თი დაბ­რუნ­და. ლაშა 2021 წელს "სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად" აღი­ა­რეს და სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ლი­ო­ნი ლა­რიც მი­ი­ღო, ასე­ვე სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ბინა თბი­ლის­ში. როცა ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენს ჰკი­თხეს, რას გა­ა­კე­თებ­და მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლით? და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ბე­ბი­ას და დე­ი­დას სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნებ­და. ეს სურ­ვი­ლი უკვე აის­რუ­ლა. მო­ნატ­რე­ბუ­ლი ბე­ბია და დე­ი­და, მისი ორი დე­ი­დაშ­ვი­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. ახლა ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დე­ი­დაშ­ვი­ლებ­მა და­ი­წყეს ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი და მა­თაც ლა­შას მწვრთნე­ლი ავარ­ჯი­შებს.
ამ დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ფილ­მის "9 ძმა" სა­პი­ლო­ტე ვერ­სია, სა­დაც სპორ­ტსმე­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რე­ბი არი­ან ზუ­რაბ ვა­სა­ძე და სერ­გო ეგო­ი­ა­ნი. "9 ძმა" - გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სპეც­და­ნა­ყო­ფია და სპორ­ტსმე­ნე­ბის გარ­და, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ლაშა მა­ქა­ცა­რია, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, ზუ­რაბ ინ­გო­როყ­ვა, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა. ლო­კა­ცი­ე­ბის სიმ­რავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­სა­ღე­ბი პრო­ცე­სის მომ­ზა­დე­ბას ბევ­რი დრო დას­ჭირ­დე­ბა.
ლა­შას დე­დის, ვიკა წიკ­ლა­უ­რის თქმით, მის შვილს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბის როლ­ში ყოფ­ნა. ის გვი­ამ­ბობს, რამ­ხე­ლა შრო­მის ფა­სად მი­აღ­წია მის­მა ვაჟ­მა სპორ­ტში თა­ვის მი­ზანს.

ვიკა წიკ­ლა­უ­რი:

- გა­სულ წელს, კარგ ამ­ბებ­თან ერ­თად იყო ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დაგ­ვირ­გვინ­და. ლა­შამ ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩვენ­თვის. თუმ­ცა მა­ნამ­დე კო­ვი­დი შეხ­ვდა და სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი გა­მო­ტო­ვა, უკვე აღა­რაფ­რის იმე­დი აღარ გვქონ­და. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ, მაგ­რამ იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, იმ­დე­ნი იშ­რო­მა, მი­ზანს მა­ინც მი­აღ­წია. თან იმ პე­რი­ოდ­ში მხა­რი და­ი­ზი­ა­ნა და ტრავ­მა ჰქონ­და. დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ, ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ დას­რულ­და. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას ოჯახ­ში იყოს ასე­თი დიდი სი­ხა­რუ­ლი.

- კო­ვი­დი რთუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა?

- უკვე ტურ­ნირ­ზე მი­დი­ო­და და ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და წას­ვლის წინ. გზი­დან მო­აბ­რუ­ნეს, რად­გან და­უ­დას­ტურ­და...

იხილეთ ვრცლად





გაზიარება
მოინახულეს 2 977-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
  4. 12 წლის ბიჭი, რომელიც ესპანეთში საცხოვრებლად გადავიდა - ნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია, მისი ოჯახი და ქართველის სახელობის ქუჩა
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა