დღის ახალი ამბები

კახა კალაძე: ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა მაკავშირებს, დღესაც ვესაუბრე

კახა კალაძე: ვიტალი კლიჩკოსთან მეგობრობა მაკავშირებს, დღესაც ვესაუბრე

ვიტალი კლიჩკოსთან მე მეგობრობა მაკავშირებს და, რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია, დღესაც ვესაუბრე - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. თბილისის მერმა განმარტა რა სთხოვა მას კიეველმა კოლეგამ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებით არის დაკავებული.

„მათი თხოვნა იყო, რომ ის ჰუმანიტარული ტვირთები, რომელიც იგზავნება საქართველოდან, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, როგორებიცაა ხარკოვი, მარიუპოლი - სადაც ყველაზე მეტად უჭირთ და სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული და გულწრფელად ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა განიცდის იქ მიმდინარე მოვლენებს და მათ, ვინც ჩართულია ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში“, - განაცხადა კალაძემ.

წყარო: https://imedinews.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 082-ჯერ
კომენტარები
რეკლამა