ბრაზილიური "ატლეტიკო სეარენსეს" ფორვარდმა არიმ, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, РБ Спорт-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო.
"ახლა შეკრებას გავდივარ, გუნდთან ერთად ვარ, მალე ჩემპიონატი გვეწყება და მზად უნდა ვიყოთ. ბრაზილიაში მე და ჩემი ცოლი (რუსი) ვართ. ყველა ომს განიხილავს, რუსეთზე ლაპარაკობს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამერიკამ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რუსეთისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა, მას უდიდეს პატივს ვცემ.
ეკონომიკური კრიზისი ბრაზილიაშიც იგრძნობა. ბენზინი ძალიან ძვირი გახ-0:13და, ფასები ყველაფერზე იმატებს. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დამთავრდება და კარგად ვიქნებით. არ მომწონს, როცა ხალხი რუსეთზე ცუდად ლაპარაკობს, მე ამ ქვეყანში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ", - განაცხადა არიმ.
36 წლის არიმ კარიერა "ფორტალესაში" დაიწყო. შემდეგ იყო შვედური "კალმარი", "აზ ალკმაარი", მოსკოვის "სპარტაკი", "კრასნოდარი" და მოსკოვის "ლოკომოტივი". ფორვარდმა 2018 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2 მატჩიც ჩაატარა.
წყარო: sportall.ge/
"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება
9-04-2022, 11:06
გაზიარება
მოინახულეს 835-ჯერ
კომენტარები
29-03-2024 10:19
0
🎥 რა უთხრა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მოედანზე გასვლამდე? – სიტყვები, რომლებზეც ყველა თანაგუნდელს ცრემლები მოადგა
ვრცლად
29-03-2024 09:50
51
"პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას და მერე ჩვენ" - როგორ ეხმაურება გუბაზ სანიკიზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას? (ვიდეო)
ვრცლად
29-03-2024 08:38
251
„დიდი გამარჯვების შემდეგ“ – ეროვნული ნაკრების წევრებისა და მათი მეუღლეების ფოტოები წვეულებიდან
ვრცლად
28-03-2024 12:59
360
„კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
ვრცლად