დღის ახალი ამბები

"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?

"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?

აჩი არ­ვე­ლა­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ და­ვით გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მას "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე“ სტუმ­რობ­და. სპორ­ტსმენ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რობს ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რა­ტომ თქვა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე უარი და ვინ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მის თორ­მეტ­წ­ლი­ან სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა.

პო­ლი­ტი­კა­ზე...
- რო­გორც კი მე პო­ლი­ტი­კურ მო­ე­დან­ზე შე­ვალ, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ხაზს ვუს­ვამ 50%-ს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა არ მო­ე­წო­ნე­ბა. მე ვერ გავცვლი ამას პო­ლი­ტი­კა­ზე, ღმერ­თმა არ და­მა­ჭირ­ვოს და გა­მა­ჭირ­ვოს, რომ წა­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში. მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ უნდა ყო­ფი­ლი­ყო თინა ხი­და­შე­ლი, მინ­და, მას ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. ისე­თი პარ­ტი­ი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ უპ­რობ­ლე­მოდ მო­ვი­გებ­დი. პირ­ვე­ლი­ვე შეგ­რძნე­ბა რაც მქონ­და, ის იყო, რომ თინა ათა­სი კი­ლო­მეტ­რით მჯო­ბია იმ ყვე­ლა­ფერ­ში, რა­შიც ვე­ჯიბ­რე­ბო­დი. და იმის გამო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ას შე­ვე­ფუ­თე და ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­ვე­ჩი­ნე, ამა­ზე არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი... ამი­ტო­მაც არ დავ­თან­ხმდი.

ლექ­სე­ბი
- მიყ­ვარ­ხარ, ვგიჟ­დე­ბი, გა­მო­ხატ­ვის ასე­თი მი­მარ­თვე­ბი არ მაქვს. ჩვენ დროს წე­რი­ლებს ვწერ­დით შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს. იმ ერთი წე­რი­ლის წა­კი­თხვა რამ­დენ რა­მეს ნიშ­ნავ­და. რამ­დენ­ჯერ დავ­წერ­დი, გა­დავ­შლი­დი, ჩა­ვას­წო­რებ­დი. მერე შო­თის წა­ვა­კი­თხებ­დი, რე­ზის, ისევ ჩა­ვას­წო­რებ­დი. ლექ­სებ­საც ვწერ­დი, ისე­თი ლექ­სე­ბი მაქვს და­წე­რი­ლი, გა­გიჟ­დე­ბით. ჩემ მე­უღ­ლეს თი­ნის დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს.
პო­კერ­ზე
ცოტა კარ­გი მა­მაც შე­მიძ­ლია ვიყო, ცოტა კარ­გი მე­უღ­ლეც, უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნიც. ყვე­ლა­ფე­რი ვარ ცოტ-ცოტა, აზარ­ტუ­ლიც ვარ, კარ­ტის თა­მა­შიც მიყ­ვარს და კა­ზი­ნო­შიც მი­თა­მა­შია ძა­ლი­ან ხში­რად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად როცა ფეხ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ტვი­ნის გა­თიშ­ვა, ად­რე­ნა­ლი­ნი მაკ­ლდა. ძა­ლი­ან გა­და­ვერ­თე პო­კე­რის თა­მაშ­ზე. თინი, ჩემი მე­უღ­ლე სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ ხვდე­ბო­და, რომ რა­ღაც ნა­წი­ლის გა­თიშ­ვა მინ­დო­და ჩემი პრობ­ლე­მე­ბის. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე თუ წა­ვე­დი კა­ზი­ნო­ში სა­თა­მა­შოდ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთელ ქო­ნე­ბას წა­ვა­გებ. რეს­ტო­რან­ში წას­ვლა­სა­ვით არის. ეს ჩემ ცოლ­თან ერ­თა­დაც ხდე­ბა და ჩემ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაცჩემი გა­დამ­კი­დე და ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის, ჩემ­მა ცოლ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ის 12 წელი ჩემი ტრამ­ვი­რე­ბუ­ლი ფე­ხით მე­თა­მა­შა. არა­ფე­რი არ მე­ხე­ბო­და, გარ­და იმი­სა, ადე­ქი, წა­მა­ლი და­ლიე, მერე ყი­ნულ­ში ჩა­წე­ქი ორი სა­ა­თი. ბავ­შვი, სწავ­ლა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი არ მე­ხე­ბო­და. დღე­საც მე­უბ­ნე­ბა, - ძა­ლი­ან კარ­გად მო­ირ­გე ეს რო­ლიო. თი­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და.

ფილ­მი არ­ვე­ლა­ძე­ებ­ზე...
- ალ­ბათ, მა­ინც ემირ კუს­ტუ­რი­ცას გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ­დი არ­ვე­ლა­ძე­ებ­ზე ფილ­მს. მას აქვს თა­ვი­სი დე­გე­ნე­რა­ტო­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ხა­სი­ა­თო ფილ­მი ასეთ ტიპს უფრო მო­უხ­დე­ბა. ვა­ტოს (რეზი არ­ვე­ლა­ძის შვი­ლი) ვა­თა­მა­შებ­დი რე­ზის ან შო­თის როლს, ფეხ­ბურ­თე­ლია. შო­თის შვი­ლიც ჩემ შვილ­თან შე­და­რე­ბით უკეთ თა­მა­შობს, მაგ­რამ ვა­ტოს­თან შე­და­რე­ბით - ვერა. შო­თის ორი ბიჭი ჰყავს, მაგ­რამ ნიკა არ თა­მა­შობს. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, ექ­ვსი წლის წინ წა­ვი­და, დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნოპ­რო­დი­უ­სინგს ამ­თავ­რებს, ლოს - ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. ქა­ლიშ­ვი­ლი მად­რიდ­შია და პა­ტა­რა, ლიზა თბი­ლის­შია. მას უნდა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მაგ­რამ მე ვცდი­ლობ, რომ არ ითა­მა­შოს.

წყარო: ​ambebi.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 032-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  2. "ამდენი სპორტსმენი უდგებოდა თავდებში და მიუხედავად ამისა სასამართლომ.." - რა განცხადებას აკეთებს ზვიადაურის ადვოკატი ?
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა