დღის ახალი ამბები

ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი

ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი
19-06-2022, 08:06

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კრაკოვის „ვისლაში“ მყოფი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც სეზონის სტარტზე იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ იმყოფებოდა, კიევის „დინამოში“ დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში თავის კარიერაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
„რუსეთში ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრი, ფულის გულისთვის პირს დახურავენ და უყურებენ ხალხის და ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება. მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას, ამ ხალხს, ეს ქვეყანა დაიხურება, თითქოს მათ ირგვლივ კედელი აიგება. ეს სხვა სამყარო იქნება. 

მათ ეშინიათ ციხეში ჩაჯდომის და სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არაფერი მოხდება. ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. ადრეც ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ცუდი დამოკიდებულება მქონდა მათი პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ყველა იქ მყოფი ადამიანი - რა თქმა უნდა, შეიძლება სადღაც ქვეყანაში იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი, ასიდან ერთი პროცენტი. მაგრამ ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია. ასეთი ხალხი ცოტაა,“ - განაცხადა წიტაიშვილმა sportarena-სთან საუბრისას.

წყარო: newposts.ge





გაზიარება
მოინახულეს 849-ჯერ
კომენტარები
რეკლამა