დღის ახალი ამბები

რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება ? - „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ქართველის ხელფასი დაასახელა

რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება ? -  „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ქართველის ხელფასი დაასახელა
10-09-2022, 12:32

ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაასახელა. კვარაცხელიას შესახებ ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„კვარაცხელია წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს, 1,2 მილიონს – გადასახადების გადახდის შემდეგ. ლორენცო ინსინიეს 9 მილიონი ჰქონდა, გადასახადების გადახდის შემდეგ – 4,5 მილიონი. რისკზე უნდა წავსულიყავით. კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ფინანსური ზიანი მოგვაყენა და კლუბი მდგრად გზაზე უნდა დაგვებრუნებინა. ამისათვის სახელფასო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ინსინიეს, მერტენსის, კულიბალის გაშვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

წყარო: tia.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 762-ჯერ
კომენტარები
რეკლამა