„რომასა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ თავისი ყოფილი მეუღლის, ილარი ბლაზის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყოფილმა ცოლმა უღალატა, თანაც ეჭვობს, რომ რამდენიმე მამაკაცთან.
„გასული წლის სექტემბერში ჭორები მოვიდა ჩემამდე, რომ ილარის სხვა კაცი ჰყავდა, უფრო სწორედ, ერთზე მეტიც კი. ეს შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ შემდეგ მესიჯები ვიპოვე. 20 წლის განმავლობაში არასდროს შემიმოწმებია ჩემი ცოლის ტელეფონი, მაგრამ როდესაც გაფრთხილება მივიღე სხვადასხვა ადამიანებისგან, რომლებსაც ვენდობი, ეჭვები გამიჩნდა. მისი მობილური ტელეფონი ავიღე და აღმოვაჩინე, რომ არსებობდა მესამე ადამიანი, რომელიც შუამავალი იყო ილარისა და სხვა კაცს შორის. ეს შემოდგომაზე შევამჩნიე, მესიჯები უფრო ადრინდელი იყო.
პირველი მე არ მიღალატია. ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა 2016 წელს გაფუჭდა, საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. 2020 წელს კი, როცა მამა კორონავირუსის გამო გარდამეცვალა და ძალიან ცუდად ვიყავი, ყველაზე მეტად მჭირდებოდა ილარის გვერდში დგომა, თუმცა, ის ჩემს გვერდით არ იყო.
მას როდესაც ვკითხე ღალატის შესახებ ყველაფერი უარყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ყველაფერი ვიცოდი, ეს 2021 წლის მარტში იყო, მანამდე, სანამ მე ნოემისთან ურთიერთობას დავიწყებდი“, - უთხრა იტალიურ მედიას ტოტიმ.
თავის მხრივ, ყოფილი მეუღლის განცხადებას ილარი ბლაზი გამოეხმაურა: „არ მინდა, ყველაფერი ვთქვა, თორემ 50-მდე ოჯახი დაინგრევა“.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი და ილარი ბლაზი 2005 წლიდან იყვნენ დაქორწინებული და მიმდინარე წელს დაშორდნენ. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ.
წყარო: worldsport.ge
ფრანჩესკო ტოტი: "ცოლმა მიღალატა, სავარაუდოდ, რამდენიმე კაცთან"
12-09-2022, 17:43
გაზიარება
მოინახულეს 912-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
144
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
289
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
888
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
145
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად