10 წლის შემდეგ დინამოში

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 28-სექ, 00:119 Eke 2048


გივი კვარაცხელია 1995 წელს, 16 წლის ასაკში ჩაირიცხა დინამოში. დავით ყიფიანი ახალგაზრდა ფეხბურთელს ნელ-ნელა აჩვევდა ძირითადს. მურთაზ ხურცილავას პერიოდში კი უკვე რეგულარულად უწევდა თამაში.
იმ დროს ჩვენს გუნდში თავიანთ მდიდარ საფეხბურთო კარიერას კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი და სხვები იწყებნდნენ.
კვარაცხელიამ დინამოში 20 წლის ასაკამდე ითამაშა და 50 მატჩში 10 ბურთიც გაიტანა. შემდეგ კი თამაში უცხოეთში განაგრძო.
ლატვიის, ლიტვის და ბელორუსის მოვლის შემდეგ გივი საქართველოს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონის წინ 10 წლიანი პაუზის შემდეგ დინამოს მაისურიც მოირგო.

გივი კვარაცხელია - "დინამო ახალგაზრდული გუნდია, ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან. ვეცდები ჩემი და მუჯირის დაბრუნება წაადგეს გუნდს. ლილუაშვილიც დაგვემატა. კოშკაძე, ხმალაძე და ედნილსონიც დაგვხვდნენ და გამოცდილი და ახალგაზრდული ფეხბურთელების სინთეზით ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას. რაც მთავარია დინამო ძალიან მეგობრული და ჟინიანი გუნდია.

არის დღე როცა არაფერი გამოგდის. არც გუნდური, არც ინდივიდუალური თამაში. ასეთი დღე იყო ბოლნისშიც სიონთან შეხვედრის დროს. თუმცა მთლად წასაგები თამაშიც არ იყო. ყველა თამაშს ვერ მოიგებ. ბევრი ახალი ფეხბურთელია, ვეჩვევით გუნდს.

მომავალი მეტოქე ვიტ ჯორჯია კარგი, მებრძოლი გუნდია. ჩვენც ვემზადებით. დინამო ყოველთვის მოსაგებად გადის მოედანზე და ხვალაც მხოლოდ მოგებისთვის გავალთ სათამაშოდ."


ავტორი: ერეკლე გორგოძე




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 28 სექტემბერი 2010 00:12
კაი დინამო ამ პოლიტიკას რო ეწევა და ძველ ფეხბურთელებს იბრუნებს,მუჯურიც დაიბრუნეს :):):)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)