დღის ახალი ამბები

"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს

"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს
17-10-2022, 07:00

"ნა­პო­ლის" რი­გებ­ში ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. "ნა­პო­ლიმ" შინ "ბო­ლო­ნია" მი­ი­ღო და ან­გა­რი­შით 3-2 და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხვი­ჩას ვა­კის პარკში, დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად თეთ­რი სა­მა­ჯუ­რი ეკე­თა. სა­მა­ჯურ­ზე უსას­რუ­ლო­ბის ნი­შა­ნი იყო და მა­რი­ტა ეწე­რა.

მატ­ჩის შემ­დეგ "კვა­რამ" ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"ეს დღე შენ­თვის იყო, პა­ტა­რა ქარ­თვე­ლო გმი­რო."



და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა.

და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის მო­გე­ბა­ში კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. "ნა­პო­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გო­ლე­ბი ჟე­ზუს­მა, ლო­ზა­ნომ და ოსი­მენ­მა გა­ი­ტა­ნეს. ლო­ზა­ნოს გოლ­ში უდი­დე­სი წვლი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რად­გა­ნაც ის სწო­რედ ხვი­ჩას აქ­ტი­უ­რო­ბას მოჰ­ყვა.

ხოლო "ნა­პო­ლის" მე­სა­მე გოლი "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ვი­და. მისი სა­გო­ლე პასი ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და თა­ვის გუნდს უპი­რა­ტე­სო­ბა მო­უ­ტა­ნა. "კვა­რა" მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და

წყარო: ambebi.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 810-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  2. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  3. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  4. ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა