დღის ახალი ამბები

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია“ - რას ამბობს სპალეტი ხვიჩაზე "რომასთან" მატჩის წინ

"ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია“ - რას ამბობს სპალეტი ხვიჩაზე "რომასთან" მატჩის წინ
23-10-2022, 09:23

23 ოქტომბერს, რომში სერია A-ს ტურის ცენტრალური მატჩი იმართება ადგილობრივ "რომასა" და გათამაშების ლიდერ "ნაპოლის" შორის. შეხვედრის წინ ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

„კვარაცხელიას მართვა? როდესაც დავაპირებ რაღაცის თქმას, თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ მის წინააღმდეგ ვარ. ხვიჩა არავის და არაფრის გავლენის ქვეშ არ არის. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძლიერია და მზადაა გაუმკლავდეს ყველა იმ სირთულეს, რომელიც მის გარშემო წარმოიქმნება. მას პენალტის დარტყმის შესახებ ვკითხე ძალიან  მტკიცედ მიპასუხა: „რატომაც არა““. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია,“ - ამბობს სპალეტი


წყარო: newposts.ge





გაზიარება
მოინახულეს 2 738-ჯერ
კომენტარები
რეკლამა