დღის ახალი ამბები

7 მილიონი კვარაცხელიას! - რომელი გუნდი სთავაზობს ხვიჩას "ზღაპრულ" ხელფასს ?

7 მილიონი კვარაცხელიას! - რომელი გუნდი სთავაზობს ხვიჩას "ზღაპრულ" ხელფასს ?
19-11-2022, 10:53

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარგი თამაშით მსოფლიო საფეხბურთო გრანდები დააინტერესა.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერეს ლონდონის "ჩელსი" იჩენს.

 პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "არისტოკრატები" ჩვენებურს სეზონში 7 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ "ნაპოლსაც" სურს ახალი კონტრაქტი გააფორმოს კვარაცხელიასთან , იტალიელები ფეხბურთელისთვის ხელფასის გაორმაგებას აპირებენ , რაც დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს.




გაზიარება
მოინახულეს 1 476-ჯერ
კომენტარები
რეკლამა