დღის ახალი ამბები

"ნე­ა­პო­ლი ახლა მა­რა­დო­ნა­სა და ხვი­ჩას ქა­ლა­ქია... ყვე­ლა კუ­თხე­ში ქარ­თუ­ლი დრო­შა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და"

"ნე­ა­პო­ლი ახლა მა­რა­დო­ნა­სა და ხვი­ჩას ქა­ლა­ქია... ყვე­ლა კუ­თხე­ში ქარ­თუ­ლი დრო­შა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და"
24-11-2022, 09:51

საქართველოში "ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი, ანა წერეთელი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნე­ა­პო­ლი ახლა მა­რა­დო­ნა­სა და ხვი­ჩას ქა­ლა­ქია.

ანა წერეთელი თავის იტალიურ შთაბეჭდილებებს Sportall.ge-ს ინტერვიუში უზიარებს.

"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან "სელფებს" რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და "კვარას" თანამემამულე ვარ.

გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.

სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.

ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი".

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 569-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო" - ხვიჩა კვარაცხელია წარმატებული მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს
  2. "კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ, რომ ყ@@ურად იქცევა, ეგაა საქმე... კაცი საქართველოს ნაკრების ფორმით დარბის და პუტინზე სიტყვას ვერ ძრავს..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
  3. "სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ
  4. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა