ქეცბაიამ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 28-სექ, 15:509 Sportnews 4039


თემურ ქეცბაიამ, 8 ოქტომბერს მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი).

მცველები: კახა კალაძე (გენოა, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე რუბინი, რუსეთი), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), მათე ღვინიანიძე (მიუნხენ 1860, გერმანია).

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნ. რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია).

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰ. ისრაელი), დავით სირაძე (სპარტაკი ნ. რუსეთი), მათე ვაწაძე (დინამო), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი),

ქეცბაიამ 24 ფეხბურთელი გამოიძახა


აღსანიშნავია, რომ ნაკრებში , რამოდენიმე ახალი სახე გამოჩნდა, მათ შორის არის 18 წლის დებიუტანი ნიკა კვეკვესკირი, ასევე განაცხადში მოხვდა მათე ღვინიანიძე და დავით დევდარიანი.

ასევე გულშემატკივარი ელოდა ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებას და სავარაუდოდ ის მალტასთან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ქეცბაიამ მაინც შეიკავა თავი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოძახება, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და ჯერ "შალკეს" მეორე გუნდში ვარჯიშობს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მორიგი შეხვედრისათვის მზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს.

მალტისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 28 სექტემბერი 2010 18:39
6 ქულას ავიღებთ ამ ორ თამაშში,ყენია დიდი დანაკლისი იქნება რა,ეს გოცირიცე სულ დაიკარგა და აღარაა ნაკრებში :(
Sportnews 28 სექტემბერი 2010 16:14
ყენიას გამოჩენას ველოდი , მაგრამ რას იზავ, მთავარია მოვიგოთ მალტასთან და ყენიამ კიდევ შალკეში ძირითად გუნდში ითამაშოს.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
kaka-ika 28 სექტემბერი 2010 16:13
ორივე შემდეგ მატცს მოვიგებთ უეჭველად...



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი