რაული "ვალენსია"-"შალკეს" დამატებითი ინტრიგა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 14-თებ, 20:319 Sportnews 1830


"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის "ვალენსია"-"შალკეს" შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ რაულის დაბრუნება ესპანეთში მატჩის დამატებითი ინტრიგაა.

ლეგენდარული რაული , მას შემდეგ რაც შარშან "სანტიაგო ბერნაბეუდან" გერმანიაში გადავიდა, პირველად ხვდება ესპანურ გუნდს და პირველად ბრუნდება ესპანეთში კერძოდ "მესტალიაზე" , სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი უნაი ემერიმ.

ემერი ასევე შეეხო ჰუნტელაარს, რომელიც ასევე "რეალის" ყოფილი ფეხბურთელია, ასევე ემერი ფიქრობს, რომ ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს და ორივე გუნდს შეუძლია შემდეგ ეტაფზე გასვლა.

"რაული ადიდებს ამ თამაშის ინტერეს, ასევე მადრიდის "რეალის" ორი ყოფილი ფეხბურთელი (ჰუნტელაარი და მეტცელდერი) მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ რაულის ფაქტორი გაცილებით დიდია."

"რაული ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ძენს , ჰუნტელაარს და რაულს გააქვთ გოლები , მაგრამ ჩვენ ვიცით მათი ნეგატიური მხარეებიც , ჩვენი მცველები კარგად იცნობენ მათ და ისინი მათ შეჩერებას შეეცდებიან"

"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ორი ესპანური გუნდია: მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" , ისინი უფრო გამოკვეთილი ფავორიტები არიან , ვიდრე მაგალითად "ინტერი" , "მანჩესტერი" თუ სხვა"

"ჩვენი შემდეგ ეტაფზე გასვლის შანსი 50 პროცენტია , ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს და ვალენსიასაც და შალკესაც შეუძლია შემდეგ ეტაფზე გასვლა , საჭიროა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშოთ"-განაცხადა უნაი ემერიმ.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 14 თებერვალი 2011 20:36
აუუ მინდა, რომ რაულმა ხვალ გაიტანოს მაგრად მინდა და გაიტანს მგონი და თან მესტალიაზე ხშირად გააქვს 1 1 1 1 1 1
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)