უებერი კმაყოფილია

სიახლეები / სხვა სახეობები / ფორმულა 1 28-სექ, 19:079 Eke 1715


მართალია, რბოლა ვერ მოიგო, მაგრამ ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა თავისი გუნდის ტაქტიკის წყალობით, რბოლა მესამემ დაასრულა და ლიდერობაც კი განიმტკიცა - სინგაპურული რბოლის შემდეგ, ის უახლოეს მდევარს 11 ქულას უგებს. ოღონდ, ამჯერად მისი მთავარი კონკურენტია არა ლუის ჰამილტონია, რომელმაც ზედიზედ მეორე რბოლის დასრულება ვერ შეძლო, არამედ ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვინც ეს ორი რბოლა მოიგო.

”რბოლის წინ რომ გეთქვათ, ფინიშთან მესამე მივიდოდი, ძალიან გამეხარდებოდა. და ახლა ძალიან მიხარია, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩემთვის ეს ამ სეზონში ყველაზე ძნელი რბოლა იყო. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ აქედან ამდენი ქულეთ წამოვიდოდი”, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვინც 36-ე წრეზე, ჰამილტონს შეეჯახა და ის რბოლიდან გამოთიშა. თუმცა, ინციდენტის საგულდაგულო განხილვის შემდეგ, სტიუარდებმა მომხდარში ჩემპიონატის ლიდერის ბრალი ვერ დააფიქსირეს.

უებერმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და ასპარეზობის დასაწყისშივე, როცა ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რბილი რეზინი მყარით შეცვალა. ასეთი რაქტიკა იმაზე იყო გათვლილი, რომ უებერი საბურავის შესაცვლელად ბოქსში აღარ შევიდოდა, მის წინ მიმავალთ კი საბურავების გეგმიური შეცვლა მაშინ მოუწევდათ, როცა ტრასაზე პეისკარი არ იქნებოდა.

ასეც მოხდა. მაგრამ უებერმა ფერნანდო ალონსოსთან და თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან მიახლოებაც ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ჰამილტონი და დანარჩენები ადვილად ჩამოიტოვა და მართალია, მეორე რესტარტის შემდეგ, მაჩანჩალას გასწრებისას, ბრიტანელმა მას გაასწრო, მაგრამ უებერმა დაკარგული პოზიცია მალევე დაიბრუნა და წინ აღარავინ გაუშვია.

”ლუისი ძალიან მალე დამეწია და გამასწრო კიდეც. პოზიციის დაცვისას, ჩვენი მანქანები ერთმანეთს შეეხო. რა თქმა უნდა, მე ეს არ მსურდა, მაგრამ ასე გამოვიდა. რაც შეეხება ტაქტიკას, მე ასე ადრე ბოქსში შესვლა არ მინდოდა. გუნდმა მირჩია და მეც დავთანხმდი. მეგონა, რომ შევცდით, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა”, - ყვება უებერი.

რაც შეეხება ფეტელს, მას ალონსოს ტემპის დაჭერა არ გასჭირვებია, თუმცა ესპანელთან გარკვეული დისტანცია ეჭირა, რათა ძრავი არ გადახურებოდა (ალონსოს მანქანის მიერ გაკვეთილი ჰაერის ნაკადი საკმარისი არ იქნებოდა მის უკან, ახლოს მიმავალი მანქანისთვის). თავიდან გერმანელმა თავის სარბოლ მენეჯერს რადიოთი უთხრა კიდეც, რომ საბურავებს და ძრავს უფრთხილდებოდა. მაგრამ შუა რბოლიდან, მის ”რედ ბულზე” მუხრუჭებმა დაიწყო გადახურება, რის გამოც, სლონსოზე შეტევა აღარ გამოუვიდა.
ფეტელმა განაცხადა, რომ დარჩენილ რბოლებში ”რედ ბული” ძალიან ძლიერი იქნება, რადგან ტრასები სწორედ მისი გუნდის პარამეტრებს ყველაზე უკეთ მიესადაგება, რაც მას და უებერს გარკვეულ უპირატესობას მისცემს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი