გმირი ჯანო!

ვიდეო 18-თებ, 12:539 FCB 3234


გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის 1/6 ფინალური მატჩი "ბაზელი" "სპარტაკი", სადაც ქართველმა ახალგაზრდამ ჯანო ანანიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მატჩში და გაიმარჯვა.

36-ე და 41-ე წუთებზე "ბაზელის" ფეხბურთელებმა კუთხურიდან თავით გაიტანეს გოლი. უნდა აღინიშნოს "ბაზელის" აქტიურობა და ბურთის ტოტალური ფლობა. "სპარტაკს" ჰქონდა შანსი გაეხსნა ანგარიში და შემდეგ გაეთანაბრებინა, მაგრამ "ბაზელის" გოლკიპერი ფრანკო კოსტანზო საკმაოდ დამაჯერებელი იყო. "ბაზელმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 2-0 მოიგო.

ჯანო ანანიძე მეორე ტაიმის დასაწყისში 46-ე წუთზე შემოვიდა. მეორე ტაიმში გუნდის კაპიტანი ალექსი და ჯანო კარგად შეუწყვილდნენ ერთმანეთს. ალექსმა კარში დარტყმისას მცველს მოარტყა და სხლეტილი ბურთი კომბაროვს მიუვიდა. ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და მოჭრილი ბურთით ანგარიში 2-1 გახადა. კვლავ ალექსის შესანიშნავი მაღალი პასი საჯარიმოში და ძიუბამ გაათანაბრა. განერვიულებული "ბაზელის" ფეხბურთელებმა მოუმატეს უხეშობას. ამან კი ალბანელი შაკირის გაგდება გამოიწვია. ახლა "ბაზელი" უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. დაინიშნა ჯარიმა და ბურთთან ალექსი და ჯანო დადგნენ. ალექსმა ჯანოს ბურთი დაუგორა და ქართველმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ქვემოთა კუთხეში. ეს ყველაფერი დამატებით წუთზე მოხდა. ეს გოლი ანანიძის პირველი გოლი იყო ევროტურნირზე.

"სპარტაკი" ახლა შესანიშნავ მდგომარეობაშია და აქვს უდიდესი შანსი გავიდეს 1/4 ფინალში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 19 თებერვალი 2011 01:31
კაია ძმაო ..თუმცა რა X მეცერა :D:D:D ეხლა მოუნდა მაგას გატანა :D
Vano_Alonso 18 თებერვალი 2011 16:19
ბრავისიმოოოო!!!!!!!!! ყოჩაღ ჯანოოოოოო!!!!!
Sportnews 18 თებერვალი 2011 14:39
ყოჩაღ ჯანოს , კარგად დაარტყა და ლამაზი შტანგა გოლიც გაიტანა ,
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 18 თებერვალი 2011 13:43
ყოჩაღ ჯანოს მაგრამ მე პირადად მისგან უფრო თამაშიდან მომენტების შექნას ველო



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი