ლეილა მესხის კორტებზე საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

სიახლეები / ჩოგბურთი 28-სექ, 21:539 Sportnews 3848


ლეილა მესხის საჩოგბურთო კორტებზე დაიწყო ბათუმის ტერმინალის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი ქალთა შორის, რომლის საპრიზო ფონდი 25000 ამერიკული დოლარია. საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ, გაირკვა იმ 8 ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებმაც შეავსეს ძირითადი ბადე, სადაც უკვე 32 ჩოგბურთელი ითამაშებს.

ძირითად ბადეში გამსვლელი 8 ადგილისთვის 25 სპორტსმენი იბრძოდა. მათ შორის, ნახევარზე მეტი (13) ქართველი იყო. 2 ქართველი გოგონაც რუსეთის სახელით გამოდიოდა. შემდგომ ეტაპზე თამაშის უფლება მხოლოდ ბარბარე ერისთავმა (საქართველო) და ნათელა ძალამიძემ (რუსეთი) მოიპოვეს. ქართველი ჩოგბურთელებიდან, საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულეს ასპარეზობა თამარ კომახიძემ, ნინო სუჯაშვილმა, მარიამ თაკნიაშვილმა, ბაბილინა მაჩაიძემ, ირინა თოიძემ, თამარ ჩალაგაშვილმა, თეონა ტატიშვილმა, ანი გოგვაძემ, მარიამ ქურასბედიანმა, მარიამ კიკნაძემ, ლანა როსტიაშვილმა, მარიამ სხირტლაძემ (ყველა საქართველო) და ეკატერინე წიკლაურმა (რუსეთი).

ძალამიძესა და ერისთავთან ერთად, საკვალიფიკაციო ტურნირიდან ძირითად ბადეში მოხვდნენ: კატარზუნა კავა (პოლონეთი), ვიქტორია ვემიალინავა (ბელარუსი), სოფია სუსანიანი (უნგრეთი), ანი ამირაჯიანი (სომხეთი) ალექსანდრა სასნოვიჩი (ბელარუსი), ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი).

ერისთავისა და ძალამიძეს გარდა, ქართველი ჩოგბურთელებიდან ძირითად ბადეში გამოვლენ ოქსანა კალაშნიკოვა, მანანა შაფაქიძე, თათია მიქაძე, დიანა დავითაია, ანა ჯიქია, სოფიკო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, სოფიკო ქვაცაბაია და მაკა ჩახნაშვილი. ქართველი ჩოგბურთელებიდან, 32-ფინალში დაწყვილდნენ: შაფაქიძე-მიქაძე, ძალამიძე-შაფათავა, გორგოძე-ჩახნაშვილი. 28 სექტემბერს ძირითადი ბადის შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (247)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი