"ოსერი" vs მადრიდის "რეალი" 0:1

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 29-სექ, 01:039 Eke 1883


ეს წუთია დასრულდა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მატჩი საფრანგეთში სადაც "ოსერი" მადრიდის "რეალს" მასპინძლობდა.

მატჩის დასაწყისიდანვე სათამაშო უპირატესობა ხელთ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ,ძალზედ აქტიურობდა რონალდო,იგუაინი,ბენზემას ტრიო თუმცა მათმა აქტიურობამ პირველ ტაიმში შედეგი ვერ გამოიღო.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდოს საჯარიმო დარტყმა,რომელიც 28 მეტრიდან შეასრულდა,თუმცა სტუმართა მეკარემ პორტუგალიელს აჯობა.მადრიდელები უტევდნენ მაგრამ უშედეგოდ და და დადგა დრო როცა მოურინიომ სათადარიგო სკამიდან არგენტინელი ანხელ დი მარია იხმო თავისთან და რჩევა-დარიგებების შემდგომ თამაშში ლასსანა დიარას ნაცვლად ჩართო.

უნდა ითქვას რომ მოურინომ ცვლილება გამოიცნო,რაც კარგად ჩანს ანხელ დი მარიას გოლში,რომელიც არგენტინელმა მატჩის 81 წუთზე გაიტანა,ბურთი მკერდით დაიგდო,გაისწორა,დაარტყა და ანგარიში 0-1.გოლი რომლითაც,სამეფო კლუბმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა,ასევე გარჯა არ უნდა დავუკარგოდ იოზილს,რომელიც თამაშში ბენზემას ნაცვლად ჩაერთო და სწორედ მისი აქტიურობით გავიდა გოლი.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ მატჩის ბოლო წუთებში სრულ უპირატესობას მასპინძლეი ფლობდნენ,აქტიურობით გამოირჩეოდა შეცვლაზე შემოსული ტრაორე,რომელმაც ზედმეტი
აქტიურობის გამო მსაჯს ყვითელი ბარათიც გამოსტყუა.
"ოსერი" vs მადრიდის "რეალი" 0:1

"ოსერი": სორინი,დუდკა,კოლიბალი,კრიჩინგი,პედრეტი,ნდინგა,ჩაფნი (ჯელენი), ლანგინი (ტრაორე),კონტოუნტი (კუერჩია),ოლიეჩი

მადრიდის "რეალი":იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, ხაბი ალონსო, სამი ხედირა, ლასანა დიარა (დი მარია), კრისტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა (იოზილი), იგუაინი(მუჰამედ დიარრა)


გოლები: ანხელ დი მარია (81)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხაბი ალონსო

ავტორი: ერეკლე გორგოძე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 29 სექტემბერი 2010 07:53
კაია სამი ქულა , რომ ავიღეთ, ის ედი მარია ძაან მაგარია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი