ლერი ხაბელოვი დათუნაშვილის შესახებ : "მას წასვლა ალბათ თავიდანვე უნდოდა"

სიახლეები / სხვა სახეობები 24-თებ, 16:309 crash 538
image



ლერი ხაბელოვმა ჭიდაობის ფედერაციას გამართული პრესდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა :

“დათუნაშვილმა დასვა შეკითხვა, რომ მე წასვლა მინდა და ფაქტიურად, ვერ ვიმუშავებ ამ ფედერაციის პირობებში. ფედერაციისა და პრესდიუმის წევრებმა თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და არანაირი შეზღუდვა არ იქნება. დისკვალიფიკაციაზე საუბარი არ ყოფილა. მე აღვნიშნე, რომ ოლიმპიური კომიტეტი დათუნაშვილს მხარში დაუდგება და მას არავის არ დააჩაგვრინებს. იგივე მოვისმინეთ პრესდიუმის წევრებისაგან და თავად ფედერაციის პრეზიდენტისაგან.

დათუნაშვილმა თქვა: “არა, მე ასე არ მინდა და ვერ ვიმუშავებ, არ გავჩერდები და წასვლა მინდა”. ალბათ, ეს ყველაფერი იმიტომ იყო გაკეთებული, რომ მას თავიდანვე წასვლა უნდოდა. დათუნაშვილის ადგილას, მე ამ საკითხს არ დავაყენებდი და არ ვიტყოდი – მე წასვლა მინდა და ამიტომ არ ვიმუშავებ პრეზიდენტთან.

ორ საკითხს განვიხილავთ: პრესდიუმის შეთავაზება ასეთია – კი ბატონო, იყავი, დარჩი, ხელს შეგიწყობთ. მან ამაზე უარი განაცხადა. მეორე საკითხია წასვლა.

პრესდიუმის წევრებმა დათუნაშვილს თხოვეს, რომ ვარჯიში გაეგრძელებინა. გვინდა, რომ მან ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია აიღოს, მაგრამ მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ წასვლა უნდა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება მიგვეცა. პირადად მე, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მის წასვლას მხარს არ ვუჭერ, რადგან ის მომავალში ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება.

გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მოეთმინა და სწორად არ მოქცეულა. მისი გადადგომის საკითხი საქალაქო სასამართლოში განიხილება და დღეს ამ საკითხზე პრესდიუმის წევრებს არ უმსჯელიათ” - აცხადებს ხაბელოვი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი