<<>>

"რუბინი" კიდევ ერთი სენსაციისთვის ემზადება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 29-სექ, 15:509 kaka-ika 2488


A - ჯგუფი

ინტერი-ვერდერი

მილანის "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშუ ორი ქულა დაკარგა. სტუმრად ჰოლანდიის "ტვენტესთან" მატჩი 2:2 დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა პირველი თამაშის შემდეგ, ძალა მოიკრიბა და ამჯერად "ვერდერის" დამარცხებას აპირებს. თუმცა სერია-A-ს გასულ ტურში, ბენიტესის გუნდმა "რომასთან" წააგო 2:0. "ინტერი" და "ვერდერი" აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. 2004 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მილანში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, გერმანიაში კი მატჩი 1:1 დასრულდა. 4 წლის შემდეგ, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე გუნდებმა უკვე მილანში ითამაშეს 1:1, გერმანიაში კი "ვერდერმა" 2:1 მოიგო. ტრავმის გამო მასპინძლებს ტიაგო მოტა ვერ დაეხმარებათ. საეჭვოა მილიტოს, პანდევის, მატერაცის, სამუელისა და ძანეტის თამაშიც.

ტოტენჰემი-ტვენტე

"ტოტენჰემი" პირველი სენსაციურიო მატჩის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს აუტსაიდერ "ტვენტესთან." თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ტვენტეს" მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. აქამდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია, ეს მატჩი მათი პირველი შეხვედრა იქნება. ინგლისელებს ტრავმების გამო ეკოტო, კაბული, გომესი, დოუსონი, ვუდგეიტი, დეფო, ო’ჰარა და გალასი დააკლდებიან, საეჭვოა კინგის თამაშიც. სტუმრები კი, იმავე მიზეზით, ბუისეს გარეშე ითამაშებენ.

"რუბინი" კიდევ ერთი სენსაციისთვის ემზადება



B - ჯგუფი

შალკე-ბენფიკა

ამ ჯგუფში გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. პირველ ტურში შესანიშნავად ითამაშა "ლიონმა" - რომელმაც "შალკე 04" დაამარცხა. გელზელკეხენელები ამჯერად სტუმრად ითამაშებენ. მათი მეტოქე "ბენფიკა" იქნება. გუნდები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან. “შალკეს” პორტუგალიურ კლუბებთან 6 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დათმო. დღეს თუ გერმანული კლუბი თუნდაც ფრეს ითამაშებს, ჯგუფიდან გასვლის შანსი შემცირდება. შალკეს პრობლემები შემადგენლობასთან დაკავშირებით არ გაჩნია. სტუმართა მხრიდან კი საეჭვოა აიმარისა და ამორიმის თამაში.

ჰაპოელი-ლიონი

ამ ჯგუფის ფავორიტად მაინც საფრანგეთის ლიონი იქნება. კლოდ პიუელის გუნდი შიდა ჩემპიონატში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ჯგუფში ლიდერობს პირველი ტურის შემდეგ. "ლიონისთვის" ეს იქნება ისრაელის წარმომადგენლებთან ისტორიაში პირველი შეხვედრა. რაც შეეხება "ჰაპოელს", მას ფრანგულ კლუბებთან გამართულ 4 მატჩში 1 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა. მასპინძლების ერთადერთი დანაკლისი დღეს ტრავმირებული ლალა იქნება. სტუმრებს, იმავე მიზეზით, ლისანდრო, მაკუნი, ედერსონი და დელგადო დააკლდებიან.

"რუბინი" კიდევ ერთი სენსაციისთვის ემზადება


C - ჯგუფი

ვალენსია-მანჩესტერი

ეს მატჩი უდაოდ ტურის ცენტრალური მატჩია. ესპანეთის "ვალენსია" საკუტარ მოედანზე უმასპინძლებს გუნდს, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია. სერ ალექსის გუნდი ნამდვილად ვერ ამართლებს ამ სეზონში. პრემიერ ლიგაში გუნდი აუტსაიდერებთან ვერ იგებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველ ტურშო ოლტ ტრაფორდზე გუნდმა "რეინჯერსი" ვერ დაამარცხა. გუნდები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან. 1982 წელს, უეფას თასის პირველ ეტაპზე, მანჩესტერში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ვალენსიაში კი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 1999-00 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, უკვე ესპანეთში გამართულ შეხვედრაში ვერ გაიტანეს გუნდებმა გოლები, მანამდე კი, ინგლისში, “მანჩესტერმა” მეტოქე 3:0 გაანადგურა. გამარჯვებული ვერ გამოავლინა გუნდების ბოლო ორმა შეხვედრამ. 2001 წელს, კვლავ ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთში გუნდებმა კვლავ უგოლოდ ითამაშეს, ინგლისში კი მატჩი 1:1 დასრულდა. “ღამურებს” დღეს ბანეგასა და ვისენტეს გარეშე მოუწევთ თამაში. გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვთ სტუმრებს, რომლებსაც გიგზი, რუნი, ვალენსია, სქოულზი და ქერიკი ვერ დაეხმარებიან. მატჩი რუსტავი 2-ზე იქნება ნჩვენები.

რეინჯერსი-ბურსასპორი

ამ სეზონში გლაზგოელებს სერიოზული მიზნები აქვთ. გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. შოტლანდიის ჩემპიონატში "რეინჯერსმა" ჯერ სულ 6 შეხვედრა გამართა და ექვსივე მოიგო. იგივე ითქმის "ბურსასპორზეც." თურქებმაც სულ ხუთ მატჩი გამართეს საკუტარ ჩემპიონატში და ყველა მოიგეს. ამ გუნდებს ერთმანეთში აქამდე არასდროს უთამაშიათ. “რეინჯერსს” თურქულ კლუბებთან გამართულ 6 მატჩში ორ-ორი მოგება და ფრე, ასევე 3 წაგება დაუგროვდა. შოტლანდიელებმა, შესაძლოა, ტრავმირებული დევისისა და ბიტისა გარეშე ითამაშონ, სტუმრებს კი, იმავე მიზეზით, შესაძლოა, ერგიჩმა ვერ დახმაროს.

"რუბინი" კიდევ ერთი სენსაციისთვის ემზადება


D - ჯგუფი

რუბინი-ბარსელონა

ეს მატჩი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. გასულ სეზონში ამ გუდებმა ერთმანეტს შეხვდნენ ამავე ეტაპზე და რუსებმა დიდი სენსაცია მოახდინეს. კატალონიაში მატჩი 1:2 დასრულდა. რუსეთში კი 0:0. ამ მატჩებით "რუბინი" ისტორიაში შევვიდა. კამპ ნოუზე მოგებული შეხვედრა და ჯამში აღეული 4 ქულა, რათქმაუნდა მრავლისმეტყველია. ამჯერად კი "ბარსელონა" კიდევ ერთხელ ჩადის ყაზანში, ამჯერად სამი ქულის ასაღებად, ვნახოთ რა მოხდება, გამეორდება თუ არა სენსაცია. რუსეთის ჩემპიონები ესპანეთის საუკეთესო კლუბს უდანაკარგოდ დაუხვდებიან, “ბარსა” კი ყაზანს ტრავმირებული ადრიანო კორეიას გარეშე ეწვია. საეჭვოა მესის თამაშიც.

პანათინაიკოსი-კოპენჰაგენი

ბერძნული გუნდი პირველ ტურში განადგურდა კატალონიაში. "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ბერძნებს ანანეს პირველი გატანილი გოლი, რომელიც გოვუმ გაიტანა. ამ ერთ გოლს ესპანელებმა ხუთი გოლით უპასუხეს. რაც შეეხება “კოპენჰაგენს”, თავიდან იგი ჯგუფის აუტსაიდერად იყო მონათლული, მაგრამ საკუთარ კედლებში “რუბინთან” მოგებამ დანიელებს ამბიცია გაუჩინა. “კოპენჰაგენს” სხვა ბერძნულ კლუბთან არასდროს უთამაშია, “პანათინაიკოსი” კი დანიის წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდა, საიდანაც ერთხელ, შინ მოიგო, გასვლაზე კი წააგო. ბერძნულ კლუბს დანიელებთან მატჩში დააკლდება ტრავმირებული კანტე, გოვუ, სეიტარიდისი და პეტროპულოსი.

"რუბინი" კიდევ ერთი სენსაციისთვის ემზადება



ატორი: ირაკლი ქათამაძე


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:












მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 29 სექტემბერი 2010 20:42
ფრე არის ეგ თამაში ჩემი აზრით :):):)
Black And White 29 სექტემბერი 2010 16:30
აბა რა Aბარსა მიაფარჩაკებს recourse laughing
kaka-ika 29 სექტემბერი 2010 15:52
მანჩესტერი კიდევ ვერ მოიგებს, ქულაზე უნდა იჩალიჩოს, მოგებაზე საუბარი ზედმეტია. ვალენსიელები მაგრად თამაშობენ ამ სეზონში. რაც შეეხება რუბინს - სენსაცია ერთხელ ხდება, ბარსა გადაუვლის.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (91)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი