Image

იუვეს სპორტული დირექტორი: გუნდის წარმომადგენლობა გვარდიოლას არასდროს დაკავშირებია

სიახლეები / იტალია / ტრანსფერები 26-მაი, 22:569 Sportsman 244
image



















"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელმძღვანელობა არასდროს დაკავშირებია პეპ გვარდიოლას და შესაბამისად, ყველა ის ინფორმაცია რაც ბოლო დღეებსა და კვირაში გამოქვეყნდა სრული სიცრუეა.

ჩვენ არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებული, უბრალოდ გვინდა, რომ გუნდიდან მაქსიმუმი მივიღოთ. ამიტომ მწვრთნელის რანგში ველოდებით ისეთ ადამიანს, ვინც ამას შეძლებს.


ჟურნალისტების ყურადღება ახლა უკვე შესაძლო ახალ მწვრთნელებზეა მიპყრობილი, რომელთა სიაც ასე გამოიყურება :

  • მაურისიო სარი
  • მაურისიო პოჩეტინო
  • სიმონე ინძაგი
  • სინისა მიჰაილოვიჩი
  • პეპ გვარდიოლა


გვარდიოლა ამ სიას აუცილებლად გამოაკლდება, რადგან სპორტული დირექტორის განცხადებით ის ან მათი წარმომადგენლობა ესპანელს არასდროს დაკონტაქტებია.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ გვარდიოლას არასდროს დავკონტაქტებივართ. მას კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან, რომელიც ძალიან რთულად გამოიყურება.


პარატიჩი ასევე პაულო დიბალას კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ტურინში დარჩენა მისი სურვილია.

ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, პაულო ერთ-ერთი ჩვენთაგანია და მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. იმედი მაქვს მალე კონტრაქტს განვაახლებთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა