Image

"ფულის დაკარგვის შეგეშინდათ" - რუსულმა მედიამ ქართველი მორაგბეები გააკრიტიკა

სიახლეები / რაგბი 06-ივლ, 14:429 crash 605
image



















შეგახსენებთ, რომ ახლახანს რუსულმა გუნდმა "სლავამ" ქართველი მორაგბეები გუნდიდან გარიცხა, ამის მიზეზი კი ის გახდა რომ ქართველმა სპორტსმენებმა თბილისში აქციაზე დაშავებულ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ლელოს დადების შემდეგ, ცალ თვალზე ხელი აიფარეს. აღნიშნულის შემდეგ მალევე უკან დააბრუნეს ქართველები რუსებმა.

აღნიშნულს რუსული მედია გამოეხმაურა და ქართველები გააკრიტიკეს ( championat.com ) :

" ორივე მორაგბისთვის უკვე შეძენილი იყო თბილისში გასამგზავრებლად ბილეთები, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარდა. ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაურკვეველია, დააკისრებენ თუ არა მათ რაიმე სახის საჯარიმო სანქციებს, მაგრამ ისინი გააგრძელებენ კლუბში გამოსვლას, თამაშს რუსეთში და თანხის გამომუშავებას ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აგრესორად მოიხსენიებს. ამაში წინააღმდეგობრივს მოთამაშეები ვერაფერს ხედავენ. მათ ხომ განმარტება გააკეთეს. ბროძელმა თქვა, რომ ჟესტი არ იყო პოლიტიკური და ის უბრალოდ, იმ ადამიანების მხარდასაჭერად იყო, რომლებიც ძალოვანებმა დააზარალეს. რევაზმა ისიც აღნიშნა, რომ მას რუსეთთან პრობლემა არ აქვს, რომ ის ჩვეულებრივი სპორტსმენია და რომ სურს, კარგად ითამაშოს რაგბი. ყველაფერი გასაგებია. როგორ უნდა გამოიმუშავო ფული კარგი კონტრაქტით - უნდა წახვიდე რუსეთში. როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკური ჟესტები - რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ. მაგრამ როგორც კი რუსეთი პასუხს მოგთხოვს შეხედულებების გამო, იტყვი, რომ არაფერი დაგიშავებია და არასწორად გაგიგეს. მომისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გსურდათ თქვენი პოზიციის გამოხატვა და თქვენ ის გამოხატეთ. ნათლად და გარკვევით. ეს პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ "უკუსვლაში" რაღატომ გადართეთ? შეგეშინდათ ფულის დაკარგვის? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ. მოძებნიდით სხვა ქვეყანაში სხვა კლუბს. და არც რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტებზე ინაღვლებდით. იგივე შეიძლება ითქვას კლუბზე - რატომ დაიხიეს უკან? თუკი წავიდნენ ისეთ ნაბიჯზე, როგორიც კონტრაქტის გაწყვეტაა, ბოლომდე უნდა მისულიყვნენ. სხვა საქმეა, რომ ალეკსეი ნილოვსკიმ საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციიდან იყო წნეხი. როგორც ჩანს, ქართველი ლეგიონერების საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდა - მინუმუმ, ფედერაციების პრეზიდენტების დონეზე. სათამაშო სახეობების მხრივ, სლავა ერთ-ერთი ყველაზე ქართული კლუბია რუსეთში. შვიდი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, მთავარი მწვრთნელი - ქართველი. მოკვეთავ ორ მოთამაშეს - უცნობია, როგორ მოიქცევიან დანარჩენები, როგორ აისახება ეს მთლიან გუნდზე. საბოლოოდ, პოლიტიკურ ჟესტზე პატიების ჟესტით უპასუხეს და ყველა დამშვიდდა. დიდი ხნით?"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა