რონალდ კუმანი "ბარსელონაში" ბრუნდება ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 20-ოქტ, 20:389 GioToServe 261
image



ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა შესაძლოა თავისი ჩვეული საქმიანობა კლუბურ დონეზე განაახლოს.

კატალონიური გამოცემა "Mundo Deportivo" ვარაუდობს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 56 წლის კუმანმა ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ჩაანაცვლოს.

კუმანის მოქმედი კონტრაქტი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022 წლამდე ფუნქციონირებს. თუმცაღა, მის ხელშეკრულებაში მითითებულია საინტერესო ასპექტი, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" მხრიდან შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, კუმანს კატალონიურ კლუბში დაბრუნება შეეძლება. აღნიშნული პუნქტი მხოლოდ და მხოლოდ "ბარსაზე" ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშის ამპლუაში, კუმანი "ბარსელონაში" 1989-1995 წლებში ასპარეზობდა. ესპანურ გრანდთან ერთად, მან 11 ტიტულის მოგება მოახერხა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (131)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი