ნახევარფინალში სამი ქართველი ითამაშებს

სიახლეები / ჩოგბურთი 02-ოქტ, 18:539 Sportnews 1779


დასასრულს მიუახლოვდა ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი, “ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობა”, რომელსაც ლეილა მესხის აკადემიის კორტები მასპინძლობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 25000 ამერიკული დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასულ ჩოგბურთელთა ნახევარზე მეტი (3 ჩოგბურთელი) ქართველები არიან. ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს: მაკა ჩახნაშვილმა (მე-2 რეიტინგი), სოფიკო შაფათავამ (4), და თათია მიქაძემ (5)

რაც შეეხება მეოთხედფინალში მოასპარეზე მასპინძელთა კიდევ ერთ წარმომადგენელ ოქსანა კალაშნიკოვას (189), რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი, თანაქალაქელ თათია მიქაძესთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მიქაძემ ორ სეტში (7:5; 6:4) შეძლო კალაშნიკოვას, დამარცხება, რომელიც “ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებულია. შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ აღნიშნული ტურნირის ბოლო ფინალში სოფიკო შაფათავას მოუგო.

კალაშნიკოვასაგან განსხვავებით, შაფათავამ შეინარჩუნა ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი. იგი ნახევარფინალში თანამემამულე ჩახნაშვილს შეხვდება.
რაც შეეხება მეოთხე ნახევარფინალისტს, იგი რეკა-ლუკა ჟანია (უნგრეთი), რომელიც ტურნირზე მე-6 ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში გასული ჩოგბურთელებიდან, ყველაზე სუსტი მეტოქე ჟანის ჰყავდა. უნგრელმა მეჩოგნემ პროგნოზი გაამართლა და უკრაინელი ალექსანდრა სასნოვიჩი (882) საკმაოდ იოლად 6:2, 6:3 დაამარცხა.
ყველაზე რთული ბრძოლების გადატანა ჩახნაშვილსა და შაფათავას მოუხდათ, რომლებსაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად 3-3 სეტის ჩატარება მოუწია.
გთავაზობთ მეოთხედფინალურ შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

თათია მიქაძე (საქართველო) – ოქსანა კალაშნიკოვა (საქართველო) 7:5; 6:4
რეკა-ლუკა ჟანი (უნგრეთი) – ალექსანდრა სასნოვიჩი (უკრაინა) 6:2, 6:3
სოფიკო შაფათავა (საქართველო) – ვერონიკა კაპშაი (უკრაინა) 6:0, 4:6, 7:6 (3)
მაკა ჩახნაშვილი (საქართველო) – ჯულია გლუშკო (ისრაელი) 6:3, 4:6, 7:6 (3)

ჩოგბურთელები ნახევარფინალში შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ: მიქაძე-ჟანი, შაფათავა-ჩახნაშვილი.
ხვალ 12.15 საათზე დაიწყება მიქაძე-ჟანის შეხვედრა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენ კორტზე შაფათავა და ჩახნაშვილი, რომელთა პაექრობა ცენტრალურ შეხვედრად არის აღიარებული.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი