უმძიმესი ტრაგედიის შემდგომ, ლუის ენრიკე საქმიანობას დაუბრუნდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 19-ნოე, 19:349 GioToServe 247
image



ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თავისი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის სოციალური ქსელის "ტვიტერის" ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნულ პოსტზე, ენრიკემ რობერტ მორენო ჩაანაცვლა, რომელიც ენრიკეს სამწვრთნელო შტაბში ასისტენტი გახლდათ, მაგრამ 49 წლის ესპანელის არ ყოფნის პერიოდში, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში.

როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს ნაკრების დროებით დატოვება მისი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო მოუწია, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლო დაავადებასთან გამკლავება და 9 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უმძიმესი ტრაგედიის გადატანის შემდგომ, ესპანელი სპეციალისტი ჩვეულ სამსახურს უბრუნდება.

რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, გუნდმა F ჯგუფში 26 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი