რუსეთი შესაძლოა "ევრო 2020"-დან, ოლიმპიადიდან და მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნან

სიახლეები / ფეხბურთი / ევროტურნირები / გუნდები 19-ნოე, 23:269 GioToServe 209
image



ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიდან, 2020 წლის ოლიმპიადიდან და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შესაძლოა დისკვალიფიცირებულ იქნას. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ რუსულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ (RUSADA) მოსკოვის ლაბორატორიაში კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაცია გააყალბა.

ერთდროულად რამდენიმე წყარო, მათ შორის ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) სპეციალურ სხდომას 9 დეკემბერს გამართავს, სადაც დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ წარდგენილ რეკომენდაციას განიხილავს. თავის მხრივ, RUSADA თავის გამართლებას შეეცდება.

იმ შემთხვევაში, თუკი სპორტული არბიტრაჟის სასამართლო რუსეთის აპელაციას არაფრად ჩააგდებს და სანქციებს დათანხმდება, ასეთ შემთხვევაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გვერდით, რუსეთის ეროვნული ნაკრები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და პარალიმპიადას დაემშვიდობება. ამას გარდა, შესაძლებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდანაც მოხსნან.

აღწერილი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩებს სანქტ-პეტერბურგი ვეღარ უმასპინძლებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (11)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)