NBA: "ნიუ-იორკ ნიქსი" ძალიან, ძალიან შერცხვა!

სიახლეები / კალათბურთი / უცხოური კალათბურთი / NBA 06-დეკ, 19:239 GioToServe 199
image



NBA-ის მიმდინარე გათამაშებაში, "ნიუ-იორკ ნიქსი" საშინლად ასპარეზობს. ამერიკული საკალათბურთო ლიგის ბოლო ტურში, გუნდი "დენვერ ნაგეტსთან" 92:129 ანგარიშით დამარცხდა, რაც დევიდ ფიზდეილის შეგირდებისათვის ზედიზედ მე-8 წაგება აღმოჩნდა.

სოციალურ ქსელ "ტვიტერზე", ამერიკული ტელეარხის NBC-ის ჟურნალისტის, ტომი ბირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ნიუ-იორკმა" კლუბის ისტორიაში ახალი ანტირეკორდი დაამყარა - "ნიქსმა" ბოლო ორი მატჩი 30 და მეტ ქულიანი სხვაობით წააგო. "დენვერთან" დამარცხების გვერდით, "ნიუ-იორკი" "მილუოკი ბაკსთანაც" შერცხვა, ამჯერად უარესად - 88:132 ანგარიშით.

აღსანიშნავია (თუ შეიძლება ასე ითქვას), რომ მიმდინარე სეზონში, "ნიუ-იორკ ნიქსმა" 22 მატჩში მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა და 18-ჯერ დამარცხდა, რის შედეგადაც, კლუბი NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში უკანასკნელ პოზიციას იკავებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)