<<>>

გვარდიოლას კომენტარი "მანჩესტერ სიტის" სკანდალური წვეულების შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 18-იან, 16:209 GioToServe 249
image



ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით, "ასტონ ვილასთან" გამართული მატჩის შემდგომ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა წვეულება მოაწყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავისი აზრი გუნდის თავკაცმა, "პეპ" გვარდიოლამაც დააფიქსირა:

"ამის თაობაზე მე ინფორმაცია მქონდა. როდესაც ფეხბურთელებს თავისუფალი დრო აქვთ, ისინი კლუბის თანამშრომლებთან ან პატარა ჯგუფებთან ერთად ხშირად ნადიმობენ ხოლმე."

"ეს მე კარგად მომეხსენება და არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მოთამაშეებს შეუძლიათ ისადილონ სახლში, რესტორანში ან წვეულებაზე, ისევე როგორც ეს ახლახანს მოხდა. ყველაფერი კარგადაა."
- ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდურმა გამოცემა The Sun-მა დაწერა, რომ "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა "უცოლო წვეულება" გამართეს, რომელზეც მილანიდან 22 მოდელი სპეციალურად ჩამოიყვანეს. ცნობილი გამოცემა ამბობს, რომ წვეულება გოლფის სპა-კომპლექსში შედგა და არა რესტორანში.

მოგვიანებით, მასმედიაში ისიც დაიწერა, რომ სკანდალური წვეულების ამბავი "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ფეხბურთელის მეუღლემაც შეიტყო, რის გამოც, ფეხბურთელი ცუდ დღეში ჩავარდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (72)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (649)
სიტი-რეალი