<<>>

38 წლის ფედერერი: "დარწმუნებული ვარ, რომ "დიდ სლემს" კიდევ მოვიგებ"

სიახლეები / ჩოგბურთი / უიმბლდონი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი / ამერიკის ღია პირველობა 31-იან, 17:299 GioToServe 183
image



მსოფლიოს ნომერ მე-3 ჩოგანმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი "დიდი სლემის" ტურნირის მოგება ხელეწიფება.

ჩოგბურთელი მორიგ ტრიუმფში დარწმუნებულია და საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება.

ავსტრალიის 2020 წლის ღია პირველობის 1/2 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხების შემდგომ, როჯერ ფედერერმა პრესკონფერენცია გამართა და ზემოთქმული სწორედ ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა:

"მე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უწინდებურად მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ან ორ "დიდი სლემის" ტურნირს კვლავ მოვიგებ."

"გასულსა და მიმდინარე სეზონში მაღალი დონის ჩოგბურთის დემონსტრირებას ვაგრძელებ, რაც სასიამოვნო და კარგი ამბავია. შესაბამისად, თუ ამ დონეზე თამაში განვაგრძე, შეუძლებელი არაფერია. ამის გაკეთებას მე ნამდვილად შევეცდები."
- აცხადებს 38 წლის შვეიცარელი.

"მაესტრო" აგვისტოში 39 წლის ხდება, მაგრამ კვლავ შესანიშნავად თამაშობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (43)
ივლისი 2020 (166)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (210)
მარტი 2020 (653)
სიტი-რეალი