"ბეილი კარგი მეოჯახეა, ზიდანთან კონფლიქტი არ აქვს და ნუ განიკითხავთ!"

სიახლეები / რეალი / ფეხბურთი / ესპანეთი 09-თებ, 18:559 GioToServe 170
image



მადრიდის "რეალის" ვინგერის, გარეტ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

"კრიტიკა ბეილის მიმართ? მინდა გითხრათ, რომ ბეილს ფეხბურთი ყველაფერს ურჩევნია. გოლფი მისი გატაცებაა, მაგრამ ფეხბურთი - მისი ცხოვრება. ბეილი არაჩვეულებრივი ადამიანი და მეოჯახეა. მას შესანიშნავი მეუღლე და ბრწყინვალე შვილები ჰყავს. გარეტს უყვარს ფეხბურთი და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ადამიანი მას ცუდად ეპყრობა და უსაფუძვლოდ განიკითხავს."

"გარეტი მადრიდში ბედნიერია. და კიდევ ერთი: ბეილს ზინედინ ზიდანთან არავითარი კონფლიქტი არ აქვს. უელსელ ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა სურს. ამ ეტაპზე, სწორედ ესაა მისი მიზანი."
- ციტირებს ესპანური გამოცემა AS ბეილის პირადი წარმომადგენლის, ჯონათან ბარნეტის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში, გარეტ ბეილმა საერთო ჯამში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

როგორც იცით, გოლფთან დაკავშირებით, თანაგუნდელები ბეილს ხშირად ეხუმრებიან და შობის დღესასწაულზე, მას გოლფის ჯოხიც კი აჩუქეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (104)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი