რაჰიმ სტერლინგის კომენტარი "რეალში" გადასვლის შესახებ

სიახლეები / რეალი / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი 21-თებ, 18:009 GioToServe 88
image



ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ვინგერმა რაჰიმ სტერლინგმა მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა.

"ამ მომენტისათვის, მე "მანჩესტერ სიტიში" ვთამაშობ და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მომავალზე ფიქრი და შორს გახედვა არ მიყვარს."

"დიახ, "რეალი" დიდებული კლუბია. როდესაც თეთრ მაისურს ხედავთ, აუცილებლად "სამეფო კლუბი" გახსენდებათ."

"მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოიგეს. ეს არ იყო გამართლება, არამედ წარმატების ჰარმონიული ფორმულა. "რეალს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს."
- ციტირებს 25 წლის სტერლინგის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" უმკაცრესი დისკვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი, გვარდიოლა და სტერლინგი "ქალაქელთა" რიგებში დარჩებიან და არსად გაქცევას არ აპირებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "მანჩესტერ სიტი" სწორედ მადრიდის "რეალს" შეხვდება. პირველი დაპირისპირება ესპანეთში, 26 თებერვალს ჩატარდება.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (733)
თებერვალი 2020 (513)
იანვარი 2020 (542)
დეკემბერი 2019 (692)
ნოემბერი 2019 (635)