დღის ახალი ამბები

ფლიკი: ბაიერნისთვის სეზონში მეექსვე ტიტული ისტორიული იქნება

ფლიკი: ბაიერნისთვის სეზონში მეექსვე ტიტული ისტორიული იქნება
9-02-2021, 12:24

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიეტერ ფლიკმა ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ტიტული, გერმანული გუნდისთვის ისტორიული იქნება.

" ჩვენ ფავორიტის სტატუსი გვქონდა და ფინალში გასვლაც დავიმსახურეთ. პირველ ნახევარში ბაიერნი კარგად აკონტროლებდა მატჩს. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ჩვენ დაგვჭირდა მცირეოდენი დრო რათა თამაშში კვლავ დავბრუნებულიყავით და კვლავ დომინანტები გავმხდარიყავით. გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა, მე კმაყოფილი ვარ. "

"მეორე ნახევარფინალურ მატჩსაც ვუყურე."ვეფხვები" ძალიან კარგი გუნდია, მათ ფინალში გასვლა მოახერხეს. ახლა კი დროა ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოვემზადოთ.

"ბაიერნს" ტიტულის მოგება სურს. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ გუნდს საოცარი შედეგი ექნება. ექვსი ტიტული ერთ სეზონში - ეს ნამდვილად ისტორიული წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" მსოფლიოს თასის ფინალურ მატჩს მექსიკურ"ვეფხვებთან" გამართავს. შეხვედრა 11 თებერვალსა დაგეგმილი.




გაზიარება
მოინახულეს 755-ჯერ
კომენტარები
რეკლამა